Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოსა და მოლდოვის შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/moldova-saqartvelo-300x193.jpgსაქართველოსა და მოლდოვის შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა .

შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იური ლიანკამ მოაწერეს. შეთანხმება მოლდოვის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, შეთანხმება გაამარტივებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ორ სახელმწიფოს შორის არსებულ სავაჭრო ბრუნვას. აღსანიშნავია, რომ 2009-2011 წლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 34 მლნ აშშ დოლარზე მეტი.

“ეკონომიკური თანამშრომლობა, ინვესტიციები, ვაჭრობა – ეს არის სამი პრიორიტეტი ჩვენი და მოლდოვას შორის ურთიერთობებში. ხელშეკრულება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი პირდაპირ ემსახურება ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ხელშეკრულება, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციების წახალისებას. ზოგადად ჩვენი ურთიერთობა მოლდოვასთან საკმაოდ დინამიურად ვითარდება, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. არსებობს თანხვედრა პრიორიტეტების – საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების, საგარეო-ეკონომიკური პრიორიტეტების”- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ.

შეთანხმების ფარგლებში ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუწიონ ურთიერთდახმარება საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეთანხმება ასევე საშუალებას მისცემს მხარეებს ერთმანეთს მიაწოდონ საბაჟო ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის საგადსახადო-საბაჟო ადმინისტრირების გამარტივებას.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...