Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - შაშკინმა თავდაცვის სამინიტროს თანამშრომლებს თავისი ახალი მოადგილეები წარუდგინა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/shashkin.jpgსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები თანამშრომლებს გააცნო და თავისი ახალი მოადგილეები წარუდგინა.

მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა აკაკი სეფერთელაძე, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა.

მინისტრის მოადგილედ დაინიშნა დავით ახალაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი შაშკინმა მინისტრის მოადგილედ ასევე წარადგინა მაია სიფრაშვილი, რომელიც 2009 წელს მინისტრის მრჩეველი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ხელმძღვანელად მუშაობდა და პრეზიდენტისგან მიღებული აქვს ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები.

მინისტრის მოადგილედ ასევე ინიშნება დავით ნარდაია, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.

მოადგილეებთან ერთად დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც გააცნო.

ადმინისტრაციის უფროსად გენრიეტა მუმლაძე დაინიშნა, რომელიც იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ახალ უფროსად ირაკლი ანდრიაშვილი დაინიშნა, საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსად – ეკა ჭუმბურიძე, ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსად – როინ გიუნაშვილი, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად – ქეთევან ასისტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად – ნანა როსტობაია, გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი კი იოსებ თოფურიძე გახდა.

სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის თეიმურაზ იობიძე უხელმძღვანელებს.

სამინისტროში ასევე იქმნება ახალი დეპარტამენტი – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი გულუა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...