planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/aqcionerebi-300x199.jpg“ქართუ ჯგუფის” და ბანკ “ქართუს” 14 უცხოელი აქციონერი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს ქონების უკანონო აუქციონი.ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართუს“ უცხოელი ინვესტორების ინტერესების დამცველმა კრის ვასილიადესი განაცხადა.მისი თქმით, უცხოელი ინვესტორების და “ქართუს“ მესაკუთრე ოთხი კომპანიის ინტერესებს უცხოეთსა და საქართველოში დაიცავენ.„ჩვენი ჩამოსვლის მიზანია, შევაჩეროთ უკანონო აუქციონი, რომელიც ხელისუფლებამ “ქართუ ჯგუფის“ 100 პროცენტიან წილზე გამოაცხადა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ივანიშვილი ქ”ართუს“ მფლობელია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის არც ერთი აქცია, შესაბამისად იგი არ ფლობს წილს იმ ოთ უცხოურ კომპანიაში რომლის საკუთრებაც „ქართუ ჯგუფია“. მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ბენეფიციალი მესაკუთრეც არ არის“, – განმარტა კრის ვასილიადესმა.მისი ინფორმაციით, 14 უცხოელი აქციონერი და 4 ასევე უცხოური კომპანია, მისი საკუთრების დასაბრუნებლად ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts