planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/aqcionerebi4-300x186.jpg“ქართუ ჯგუფის“ 14 უცხოელი აქციონერი და 4 უცხოური კომპანია საკუთარ ინტერესებს, საერთაშორისო არბიტრაზებჟეც დაიცავს.ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართუს“ უცხოელი ინვესტორების ინტერესების დამცველმა კრის ვასილიადესი განაცხადა.მისი თქმით, არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმი და არბიტრაჟი, რათა უცხოელი აქციონერების ინტერესები იქნას დაცული.“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ უკანონო აუქციონი, თუ ხელისუფლება არ შეისმენს აქციონერების მოწოდებას, ჩვენ დავიწყებთ, ბრძოლას საერთაშორისო ფორუმებსა და არბიტრაჟებში. ჩვენ გამოვიყენებთ, ყველა სამართლებრივ სივრცეს რაც კი მსოფლიოში არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეისმენს ჩვენს განცხადებას და იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს სს “ქართუ ჯგუფის” აქციებს, მაშინ ეს შეფასდება, როგორც უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაცია“, – განაცხადა კრის ვასილიადესმა.ამასთან „ქართუ ჯგუფის“ უცხოური კომპანიების და 16 აქციონერის ინტერესების დამცველებმა, სამართლებრივი ბრძოლა საქართველოშიც დაიწყეს. ისინი აუქციონის შეჩერების მოთხოვნით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts