planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და იტალიის რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს არქივების გენერალურ დირექტორატს შორის 2012 წლის 11 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და იტალიის არქივების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი როსანა რუმო.მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების, გზამკვლევებისა და ნუსხების ასლების გაცვლას, საარქივო სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პუბლიკაციების გამოცემასა და ღონისძიებების ორგანიზებას.იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ეროვნული არქივის დელეგაცია გაეცნობა იტალიის სახელმწიფო არქივებში საქართველოს შესახებ დაცულ დოკუმენტებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts