Jump to content
Planeta.Ge

საქინფორმი- ნანა დევდარიანი: „მზადდება საფუძველი, რომ თუ სააკაშვილი რეაქტიული ფსიქოზითაა დაავადებული, მისი გასამართლება არ შეიძლება!“


Recommended Posts

http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-analit-nana.jpgსაქინფორმის სტუმარია საქართველოს ექს-ომბუდსმენი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პარლამენტარი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V შვილიშვილი, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი.

– ქალბატონო ნანა, რა ხდება საქართველოში? <span style="font-size: 10pt;" />– ისევ იმ დღეში ვართ, რაც მუდმივად გვჭირს – ილიას მკვლელობა მახსენდება... სანამ მას მოკლავდნენ, ქართველები ერთმანეთს რომ ხვდებოდნენ, გამარჯობის მერე ეკითხებოდნენ – ილია ჯერ არ მოუკლავთო? ანუ, ამ საზარელი ამბის სუნი ტრიალებდა... ასეა ახლაც – ჩვენ ხომ მუდმივად გვაქვს რაღაც ცვლილებების მოთხოვნილება და ადამიანს ყოველთვის ჰგონია, რომ ოღონდაც ეს ხელისუფლება შეიცვალოს და უკეთესობა იქნება .ერთხელ, როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, ერთმა პარლამენტარმა მითხრა – ნეტა რამე შეიცვალოს, ამაზე უარესი ხომ არ იქნებაო? ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ უარესი არ იქნება, რადგან უარესი შეიძლება ყოველთვის მოხდეს, ცვლილება ყოველთვის უკეთესობისკენ არაა მიმართული-მეთქი. 2003-შიც ბევრს ეგონა, რომ ოღონდაც მთავრობა შეცვლილიყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ რომ გაიგებ სიტყვა „რევოლუციას“ და ვერ მიხვდები, შენი ქვეყანა საით მიექანება, ეს უკვე შენი აზროვნების პრობლემაა – პრობლემა გაქვს წიგნთან, ისტორიულ მეხსიერებასთან. მერე რაც მოჰყვება ამ „რევოლუციას“, აღარ უნდა გაგიკვირდეს – უნდა მიიღო შედეგი ამ „რევოლუციისა“.

 

საქინფორმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...