Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- „სააკაშვილს მერაბიშვილი პრემიერად რუსეთმა დაანიშვნინა“


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/shalva_xachapuridze-300x250.jpgინტერვიუ ეროვნულების ერთ-ერთ ლიდერთან შალვა ხაჭაპურიძესთან

„ჯონ ბასი იყო ცეერუს თანამშრომელი, მანამდე კი ის იყო კონფლიქტური სიტუაციების მართვის მენეჯერი. ის ჩამოვიდა აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება იყო ძალიან შესუსტებული და წუთი-წუთზე შეიძლებოდა, ოპოზიციას დაემთავრებინა მისი ხელისუფლება. ის რომ ჩამოვიდა, ბევრი ოპოზიციონერის „დავერბოვკება“ მოახერხა. ისინი დღესაც ოპოზიციაში არიან სამწუხაროდ. სწორედ ბასმა გადაარჩინა სააკაშვილის ხელისუფლება და წასვლის წინაც სხვას რას იტყოდა, თქვა, რომ აქ კარგი გარემოა… თუ ახალი ელჩი არ შეაჩერებს ამ პროცესებს, მაშინ აქ სერიოზული ტრაგედია დატრიალდება და ეს, კაცმა არ იცის, რაში შეიძლება გადაიზარდოს“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

ხაჭაპურიძის განცხადებით, შაშკინი, ახალაია და მერაბიშვილი პოლიციელები არიან და პოლიციურ სახელმწიფოს ქმნიან.

„მე ძმებ ახალაიებს შევარქვი ბუდუ და ლუკა ნაკაშიები. უტვინო ხალხია, არ გეგონოთ ჭკვიანები არიან. ზუსტად პროტოტიპები არიან ბუდუ და ლუკა ნაკაშიების. მათ უნდა დავუმატოთ კიდევ განათლების მინისტრად გადმოყვანილი ქალბატონი, ისიც პოლიციელი და ვართ ასე პოლიციურ სახელმწიფოში. ამ მთავრობას დავუმატოთ მოსყიდული ოპოზიცია და გუნდი შეკრულია. მათ ასევე კორუმპირებული ნაცნობ-მეგობრები ჰყავთ ევროპულ ორგანიზაციებში. ამის ნათელი დადასტურება იყო პარლამენტის დებატები. მე ოფიციალური წერილით უნდა მივმართო ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეს ხალხი აშკარად შემჩნეულია კორუფციულ გარიგებაში საქართველოს ხელისუფლებასთან“, – აცხადებს ხაჭაპურიძე და დასძენს, რომ ხელისუფლებას ხმების 60% მოპოვება უნდა აჩევნებში, მათ აქვთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლითაც ისე გააყალბებენ არჩევნებს, რომ ამას საერთაშორისო დამკვირვებლები ვერც კი მიხვდებიან, ოპოზიციურ ლიდერებს კი რუსეთთან კავშირში და გადატრიალების მცდელობაში შეიძლება დასდონ ბრალი.

„თუმცა სააკაშვილი ამ გეგმით, დიდი-დიდი, ერთი წელი შეინარჩუნოს ხელისუფლება. მას რუმინეთის პრეზიდენტის ბედი ელის.

სატელიტური პარტიები რატომ სჭირდება სააკაშვილს ასე გამწარებით, ზუსტად ამ გეგმისათვის, რომ მათ თქვან, არჩევნები არ გაყალბებულა, ჩვენ გავიმარჯვეთო… ხალხთან არის აქ ომი და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. პოლიტიკური პარტია საბაბია.

არ იქნებოდა ივანიშვილი, იტყოდნენ დობორჯგინიძეზე ან ნებისმიერზე, თუმცა ივანიშვილი განსაკუთრებით აგიჟებს და როგორც ინფორმაცია მაქვს, სააკაშვილი ამის გამო კაბინეტში დღე და ღამე ბღავის. ექიმებიც ვერ შველიან, ისეთი მდგომარეობაა. ამათ ბრძოლა ქართველ ერს გამოუცხადეს, ივანიშვილი დღეს ამ სიტუაციის ლიდერი გახდა.“

ხაჭაპურიძის თქმით, ამ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალი სატელიტი პარტიების მექანიზმის მოშლაა, ასევე დიდი სახალხო ფრონტის შექმნა.

„იდეოლოგია უნდა გვქონდეს წმინდა წყლის ეროვნული. მოდას არიან აყოლილები და გაიძახიან, ნეოლობერალიზმი და ა.შ. ნეოლიბერალიზმი კი არა ეროვნული და დემოკრატიული, აი როგორი უნდა იყოს ჩვენი ტერმინოლოგია… აბა მერე დამიპირისპიროს რუსეთი. თვითონ არიან რუსეთის აგენტები, სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს ჩვენი ტერიტორია და აქეთ გვდებს ბრალს… საქართველოს პოლიტიკოსებიდან ერთი ადამიანი გამოვიდეს და დამისახელოს ერთი ფაქტი, რა დროსაც სააკაშვილს ერთი ნაბიჯი მაინც აქვს გადადგმული რუსეთის საწინააღმდეგოდ. ეს ზედაპირული ლანძღვა პიარის ნაწილია. სააკაშვილი ატარებს რუსეთის ინტერესებს. თუ სააკაშვილის გეგმა არ გაამართლებს, მაშინ გადაკეტავს რიკოთს, ამაზე აქტიურად მიდის საუბარი მის მომხრეებში. ქუთაისს საპარლამენტო ქალაქად გამოაცხადებს, ბათუმში პრეზიდენტის სასახლე ექნება და იტყვის, რუსეთს დაპყრობილი აქვს აღმოსავლეთ საქართველო ივანიშვილის მეთაურობით და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ ტერიტორიების დასაბრუნებლადო… მერაბიშვილს რაც შეეხება, რუსეთი მიხვდა, რომ ეს კაცი გახდა აბსოლუტურად უკონტროლო და შესაძლებელია მან სერიოზული შეცდომები დაუშვას, ამიტომ ამ წუთში „სტავკა“ გააკეთეს ვანო მერაბიშვილზე.“

მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „ახალი თაობის“ მიხედვით

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...