Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- მერაბიშვილის გაპრემიერება მომგებიანი სვლა იყო – თვლიან პიარტექნოლოგები


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/galumashvili-soso-300x210.jpg„გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნას, დასაქმების ახალი სამინისტროს შექმნა და მორიგი სამთავრებო კარუსელი მოჰყვა. პიარის სპეციალისტთა შეფასებით, მერაბიშვილის პრემიერის პოსტზე გადაყვანა ხელისუფლებისთვის საკმაოდ მომგებიანი ნაბიჯი იყო“ – წერს „რეზონანსი“.

როგორც პიარ-სკოლის დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი თვლის, არსებობს საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები სხვა ოპოზიციურ ბანაკში გადაებირებინათ. ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალების“ მომხრეთა შეკავშირება მოხდეს, ამიტომ, მისი თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან გამართლებული იყო.

„არავინ არ თვლის, რომ შვიდ გვერდზე გაწერილი დოკუმენტი, რომელიც მერაბიშვილმა წარმოადგინა, გარკვეული გეგმა იყო. ასეთი გეგმა, პროგრამული მიზნები და ამოცანები, უფრო სქელტანიანი დოკუმენტია, სადაც კონკრეტულადაა გაწერილი იმის დასაბუთება, საიდან დააფინანსებენ ამა თუ იმ ხარჯებს და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ომ ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი მომხრეების შეკავშირება და ე.წ. გამქცევების დაბრუნება იყო“ – აცხადებს პიარის სპეციალისტი.

რაც შეეხება ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, სოსო გალუმაშვილი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ორგანიზაციულ საკითხებზე უფრო მეტად გაემახვილებინა ყურადღება, ვიდრე პიარულზე.

„როდესაც წინასაარჩევნო დაპირებები კეთდება, დაპირებასა და კონკრეტულ საქმეს შორის გარკვეული დროითი ინტერვალია. ვანო მერაბიშვილი არ დაპირებია ხალხს, რომ მათი ცხოვრება ხვალიდანვე გაუმჯობესდება. ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რა მოხდება 2013 წლიდან. აქედან გამომდინარე, დროითი ინტერვალის გამო, პოლიტიკოსები მოგებულები რჩებიან. რადგან მათ ნამოქმედარს ელექტორატი მყისიერად ვერ ხედავს. ამიტომ თუ ზღაპრული და ფანტასტიკური ფილმების სიუჟეტიდან არ იქნება გადმოტანილი ეს დაპირებები, ელექტორატის გარკვეული ნაწილი მას დაიჯერებს. ელექტორატის ასეთივე ნაწილი ოპოზიციასაც ჰყავს“ – აცხადებს გალუმაშვილი და დასძენს, რომ მერაბიშვილის შემოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე მხარდამჭერთა მსხვილი ბირთვის შენარჩუნებას ემსახურება. აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის პიარი, არ არის საკმარისი პოტენციურ ამომრჩევლამდე მესიჯების მისატანად.

„ვფიქრობ, ეს არჩევნები ისეთი არჩევნები იქნება, სადაც ელექტორატი ყველა სიტყვას გადაამოწმებს. ჩვენ ისეთ რეალობაში ვართ, როდესაც საქმე გვაქვს ეჭვიან ამომრჩეველთან. ელექტორატს ოცი წლის მანძილზე ძალიან ბევრ რამეს პირდებოდნენ და ძალიან ცოტას უსრულებდნენ. ამიტომ, არსებობს ეჭვი და აუცილებლად იარსებებს ნებისმიერ დასახელებულ რიცხვთან დაკავშირებით. ყველა პოლიტიკოსს დიდი დაფიქრება მართებს

თითოეული რიცხვის გაცხადებისას, რადგან მათ აუცილებლად მოუწევთ დასაბუთება, ამ რიცხვის უკან რა დგას“ – აცხადებს გალუმაშვილი.

კულტუროლოგი ლელა იაკობაშვილი თვლის, რომ მერაბიშვილის გაპრემიერება ხელისუფლებისთვის საკმაოდ რეზონანსული იყო.

„ამგვარი მოქმედების მიზანი თუ ის იყო, რომ სოციალურ სივრცეში შფოთი გამოეწვია, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ მიზანს მიაღწიეს. ვანო მერაბიშვილის მიმართ ხალხს უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს. სწორედ ამიტომ იყო ის ინტერპრეტაციები, რომლებიც ექსპერტების მხრიდან წამოვიდა. პიარზე აგებული ნაბიჯი მხოლოდ მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაყვანა იყო. რას გააკეთებს იგი ამ თანამდებობაზე, სხვა თემაა“ – აცხადებს იაკობაშვილი.

მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...