Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- მაია ფანჯიკიძე: „დაცვის მხარემ პროცესზე ყველა მტკიცებულება წარმოადგინა“


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/Maia_Fanjikidze1-300x232.jpgროგორც კოალიცია “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, იგი კოალიციაში შემავალი სუბიექტების დაჯარიმების ფაქტს “ქართული ოცნების” საქმიანობაში ხელის შეშლად აფასებს. მისივე განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

“როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და უკანონო შემოწირულობების განხორციელების ბრალდებით 17 პიროვნება დააჯარიმა. მათ შორის 13 “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების წარმომადგენელი იყო. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე საქმეს 7 საათის განმავლობაში განიხილავდა და დაადგინა, რომ შემოწირულობების წარმომავლობის კანონიერება ვერ დასტურდებოდა. დაცვის მხარემ პროცესზე ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, თუმცა სასამართლომ არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა და აღნიშნულ პირებს თუთქმის 1 მლნ-იანი ჯარიმა დააკისრა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული პროცესი “ქართული ოცნების” საქმიანობისთვის ხელის შეშლას ემსახურება.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...