planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/moldova-flag-300x203.gifმოლდოვის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იური ლიანკამ მოაწერეს.ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, შეთანხმება გაამარტივებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ორ სახელმწიფოს შორის არსებულ სავაჭრო ბრუნვას.დიმიტრი გვინდაძისვე განმარტებით, 2009-2011 წლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის სავაჭრო ბრუნვამ 36 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა. შეთანხმების ფარგლებში ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუწიონ ურთიერთდახმარება საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეთანხება ასევე საშუალებას მისცემს მხარეებს ერთმანეთს მიაწოდონ საბაჟო ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის საგადასახადო-საბაჟო ადმინისტრირების გამარტივებას. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts