planetanews Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 არ შემეძლო ,რომ ჩემს ბლოგზე დედოფალ ნეფერტიტზე არ დამწერა.საქმე იმაშია ,რომ ამ ძველ ეგვიპტელ დედოფალზე ცნობების მოგროვება,მას შემდეგ დავიწყე,რაც ამ ზაფხულს ერთი ჩვეულებრივი ქართველი მწერლის წიგნი წავიკითხე,სადაც უმთავრესი აქცენტი გაკეთებული იყო ნეფერტიტის სურათსა და მთავარი გმირის ცხოვრების “პირდაპირპროპორციულობაზე”:დ|ამიტომაც ,როგორც კი საშუალება მომეცა,მაშინვე გავეცანი ამ დედოფლის შესახებ ინფორმაციებს.რაც უფრო და უფრო ვუღრმავდებოდი ამ ყველაფერს ,მით უფრო და უფრო ვინტერესდებოდი,და რადგანაც ეჭვი მაქვს ,რომ თქვენ ჩემსავით არ ხართ და არც ისე ძალიან გაინტერესებთ ეს თემა,მხოლოდ და მხოლოდ მოკლე ცნობებს მოგაწვდით,რაც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა ჩვენთაგანმა: )მოოკლედ ეს ჩვენი ნეფერტიტი იყო ყველასათვის ცნობილი ფარაონის_ეხნატონის მეუღლე(გაგებული მაინც უნდა გქონდეთმისი მხოლოდ ეს ქანდაკებაა დღეისთვის შემორჩენილი.სახელი ნეფერტიტი ნიშნავს”შენსკენ მომავალ ლამაზ ქალს”“საკმარისია ერთხელ მაინც შეხედო ამ ულამაზესი და ამაყი დედოფლის სახეს,რომ იგი არასოდეს არ დაგავიწყდება”ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მისი ბიუსტის მიხედვით ბევრ რამეზე.მაგალითად საყელო-ყელსაბამი,რომელიც ნეფერტიტს უკეთია,ფარაონის ყველაზე ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა.ასეთი საყელო-ყელსაბამები ეგვიპტელი ქალებისა და კაცების ტრადიციული სამკაული იყო. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ძველ ეგვიპტეში კოსმეტიკაზეც.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ კოსმეტიკას ქალებიც იყენებდნენ და კაცებიც.“ლოყების შესაფერადებელი ფხვნილისთვის ჯანგმიწას იყენებდნენ.ტუჩების შესაღებ წითელ მასალას რკინის ჯანგისგან ამზადებდნენ.შავ ფხვნილს თვალისთვის გალენიტისგან აკეთებდნენ,მწვანეს_მალაქიტისგან.კოსმეტიკა,შესაძლოა, თვალს მზის სინათლისგან იცავდა.” პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/230px-Nofretete_Neues_Museum.jpg კატეგორიები: კულტურული მრავალფეროვნებახელოვნება / ლიტერატურა View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.