planetanews Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 ადამიანი ყველაზე რთული არსებაა სამყაროში. ის თავის თავში ბევრ რაიმეს იტევს. მაგრამ ადამიანი არ იბადება ადამიანად, ის რაღაც მატერიად, არსებად იბადება, რომელიც ადამიანად უნდა ჩამოყალიბდეს. ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი კი ძალიან რთულია.სანამ არსება ადამიანად იქცევა, ევოლუციის რამდენიმე ეტაპი აქვს გასავლელელი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ის აღიზრდება, მაგრამ არა გადამწყვეტი. მან ნებისმიერ შემთხვევაში თვითონ უნდა იპოვოს საკუთარი თავი, თვითონ უნდა შექმნას. ზრდა-განვითარების პროცესში, მას გარკვეული კითხვები უჩნდება, რომელზეც მატერიალურ, აშკარად გამოხატულ პასუხს ვერ პოულობს. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მას მხედველობითი და გრძნობითი აღქმა არ ყოფნის, გონების ჩართვა სჭირდება. სწორედ აქედან იწყება მისი აზროვნება და ადამიანად ჩამოყალიბება. ხშირად ის ვერ პოულობს კითხვებზე პასუხს, რის შემდეგაც ეძებს დამამშვიდებელ და ამავდროულად დამღუპველ ფიქრს, რომ მან არ უნდა იპოვოს ამ კითხვებზე პასუხი, ეს მისი საქმე არაა. ის აუხსნელ მოვლენებს ზებუნებრივ ძალებს მიაწერს, რაღაც კულტს ქმნის საკუთარ გონებაში და მას არის ამოფარებული, შეშინებული და უძლურია. მას ეშინია და რაღაც მასზე ძლიერს, უზენაესს მიელტვის, რომელიც მას დაიცავს. მას ამის სწამს იმის მიუხედავად, რომ არ აქვს სახეზე ამ იდუმალი მფარველის მატერიალური გამოხატულება. ის ამ დიად არსებას საკუთარ გონებაში ქმნის და მას მიელტვის, მისკენ ისწრაფვის. აქედან იწყება მისი წარმოდგენები ღმერთზე, უზენაეს ძალასა და ჭეშმარიტებაზე. ის წყვეტს აზროვნებას და კარგავს ადამიანობის შესაძლებლობას, უბრალო მონა-არსებად იქცევა.ადამიანის ,,გადარჩენისთვის’’ საჭიროა აზროვნების გაგრძელება, ამისთვის კი მისი წახალისება. აზროვნების წახალისებისთვის კი საჭიროა გაეცნო იმ ,,არსებების’’ ნააზრევს, ვინც შენამდე გაიარა ადამიანობის რთული გზა. თავის ნააზრევს, ადამიანობისკენ მიმავალ ნაბიჯებს არსება ხელოვნებაში გამოხატავს, რაღაცას ქმნის, სადაც მინიშნებებს ტოვებს, რითაც გზას უკვალავს ადამიანობისკენ მიმავალ სხვა არსებებს.არსება ღმერთთან ვერ მივა, რადგან მას შიშის გამო მიელტვის, უნდა ადამიანად ქცევაში დაიხმაროს, ღმერთს კი ეს ერთადერთი რამ არ შეუძლია. ,,ადამიანს ვერავინ იხსნის საკუთარი თავისგან, ღმერთის არსებობის უტყუარი დასტურიც კი. მან თვითონ უნდა მოიპოვოს საკუთარი თავი და დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობაში’’ – ეს მეოცე საუკუნის უდიდესი ფილოსოფოსის, ჟან-პოლ სარტრის სიტყვებია, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები.როდესაც არსება ადამიანად იქცევა, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ჭეშმარიტების ძიება დაიწყოს, რადგან მას ხელთ მთავარი იარაღი, აზროვნება ექნება. ადამიანი უკვე არის ის, ვინც შექმნა უზენაესმა ,,თავის ხატად’’. მერაბ მამარდაშვილმა თქვა, რომ ,,აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან’’, დიახ , სწორედაც აზროვნება არის ღმერთთან საუბარი და მისკენ მისასვლელი უმოკლესი გზა. კატეგორიები: ხელოვნება / ლიტერატურა View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.