Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოვების ცერემონია უამინდობის გამო გადაიდო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/saba-273x3003.jpgლიტერატურული პრემია ”საბას” დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც თიბისი ბანკის ეზოში დღეს, 9 ივლისს, უნდა გამართულიყო, რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” “თი–ბი–სი” ბანკიდან აცნობეს. დაჯილდოვების გადადების მიზეზი გამოცხადებული ძლიერი წვიმა და უამინდობა გახდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ცერემონიის სხვა თარიღს თიბისი ბანკი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

კონკურსზე წარდგენილი 188 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 42 საუკეთესო მოხვდა.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, პენ-ცენტრმა და რუსთავი-2-მა. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.

“საბა” წელსაც, ტრადიციულად, 9 ნომინაციაში გაიცემა. 5-კაციანი ჟიურის მიერ, პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი. ცალკე გაიცემა პრემია “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...