planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/cicinatela-300x225.jpgატრაქციონების პარკ “ციცინათელას” ახალ დირექტორად გურიის გუბერნატორის მოადგილე ლაშა შაფაქიძე დაინიშნა.ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.შეგახსენებთ, რომ “ციცინათელასთან” დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მანამდე განცხადება გაავრცელა.განცხადების მიხედვით, სამინისტრომ “ციცინათელას” მმართველ კომპანია “მენეჯმენტ სერვისთან” სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა.“2012 წლის 12 ივნისს სამინისტროში შემოვიდა ,,მენეჯმენტ სერვისის” დირექტორის წერილი, რომლითაც გვეცნობა, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისში” შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით საფრთხე ექმნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კომპლექს ციცინათელას ,,მენეჯმენტ სერვისის” მიერ მართვის პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რომლის გადავადების თაობაზე რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც საზოგადოების მართვის არაეფექტურად განხორციელების შედეგია და რამაც დაგვარწმუნა მმართველის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში”, –ნათქვამია განცხადებაში.სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მენეჯმენტ სერვის”-ს შორის გაფორმებული წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით შპს ,,მენეჯმენტ სერვისს” სამართავად გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოში, შპს ,,სერვისი 7″-ში (კომპლექსი “ციცინათელა”) 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები ეფექტური მართვისთვის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts