planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61283.jpg საქართველოს პრეზიდენტმა ახლად დაბადებული ტყუპები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი ქალთა სამედიცინო ცენტრ ”ახალ სიცოცხლეს” ესტუმრა. პრეზიდენტმა ოჯახს მათი დაბადება მიულოცა და საჩუქრებიც გადასცა. ნონა ვარშანიძემ 4 ივლისს ოთხი ტყუპისცალი - ორი ბიჭი და ორი გოგონასაკეისრო კვეთით გააჩინა. დედაც და პატარებიც - დიმიტრი, ბარბარე, ანდრია და მაია თავს კარგად გრძნობენ. ნონა ვარშანიძე და მისი მეუღლე ბათუმში ცხოვრობენ. მათი უფროსი ქალიშვილი - ნინი 12 წლისაა. ამავე კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა ნათელა ძირკვაძეც, რომელმაც ქალიშვილს პირველი ლედის პატივსაცემად სანდრა დაარქვა. ქალბატონი უშვილო იყო და მკურნალობა სწორედ იმ რეპროდუქციული პროგრამის ფარგლებში გაიარა, რომელიც სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ტარდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts