planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61286.jpg ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს საკმაოდ ამბიციური პროგრამა წარუდგინა და მთავარი ვალდებულების შესასრულებლად - უმუშევრობის დასაძლევად ახალი უწყება შექმნა. დასაქმების სამინისტრო მსურველებს სამუშაო ადგილების პოვნაში დაეხმარება. პროგრამა დღეს პრემიერმა დაამტკიცა.სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ცენტრი "ექსპო ჯორჯიას" ორ პავილიონში გაიხსნება. აქ მოიყრის თავს ინფორმაცია მთელი საქართველოდან. თუმცა მანამდე აქ უკვე ორშაბათიდან ოპერატორებისა და სოციალური მუშაკების გადამზადება დაიწყება. ტრენინგის გავლის შემდეგ ისინი დასაქმების აგენტები იქნებიან. 25 ივლისიდან საქართველოს 25 დიდ ქალაქში სწორედ ისინი შევლენ ყველა მოსახლის ოჯახში და შეაგროვებენ ინფორმაციას დასაქმების მსურველთა შესახებ. პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, ყველა სტრუქტურა, რომელსაც მოსახლეობის აღრიცხვასთან აქვს შეხება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწოდებს. სააგენტოსთან ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების გარდა, ითანამშრომლებს სტატისტიკის სამსახურიც. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ცენტრში ინფორმაციის შეკრებისთვის და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნისთვის, ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ვადაა დაწესებული. საბოლოო მონაცემები 9 ნოემბრისთვის უკვე მზად უნდა იყოს, რის შემდეგადაც ბაზა დასაქმების სამინისტროს გადაეცემა. უკვე დამტკიცებული გეგმის თანახმად, სამუშაოს მაძიებელთა ერთიან ბაზაში მონაცემების შეტანის უფლება ექნება ყველას 15 წლიდან საპენსიო ასაკის ჩათვლით. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts