Jump to content
Planeta.Ge

ერორი- თბილისი რუსეთში მომხდარი ტრაგედიის გამო წუხს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/07_12/61290.jpg

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.

ტრაგედიასთან დაკავშირებით უწყებაში ოფიციალური განცხადება გავრცელდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ ჩვენი ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას რუსული მხარის შეხედულებისამებრ ნებისმიერი სახის დახმარების აღმოჩენაზე.

"საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ქართველი სამაშველო ჯგუფები უკვე სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით, მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომლებიც უკვე მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონებში. ქართული მხარე მზად არის გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება. შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო უწყებას", - ნათქვამია მასში.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...