planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61291.jpg რუსეთში დღეს გლოვის დღეა. ქვეყანაში კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად და უკრაინის ტერიტორიაზე მომხდარ ავარიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ქალაქ კრიმსკში წყლის დონემ კლება დაიწყო, თუმცა სახლების დიდი ნაწილი იმდენადაა დაზიანებული რომ იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. ოფიციალური მონაცემით სტიქიას კრასნოდარის მხარეში 171 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 26 ათასზე მეტი კი დაშავდა. მწყობრიდანაა გამოსული ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების სისტემები. უკვე 4 დღეა, მოსახლეობას სასმელი წყალიც არ მიეწოდება. ანალოგიური ვითარებაა გელენჯიკში, ნოვორასიისკში და მის მიმდებარე სოფლებში. 18 ათასზე მეტი ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. ხლისუფლება დაზარალებულებს ფულად კომპენსაციას და ახალი სახლების აშენებას ჰპირდება. თუმცა ადგილობრივები მთავრობას მაინც გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მთავრობისთვის ცნობილი იყო მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, მაგრამ არ გააფრთხილეს. ყუბანის ტრაგედია რუსული მედიის განხლვის მთავარი თემაა. გაზეთებში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სამაშველო ჯგუფების მობილიზება რეგიონში წყალდიდობის დაწყებამდე განხორციელდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ მოსალოდნელი საფრთხის შესაახებ წინასწარ იცოდა. ფორუმებზე კი წერენ, რომ ყუბანში ინფორმაციის გავრცელების შესაფერხებლად ფიჭური კავშრგაბმულობის ჩასახშობი ტექნიკა შეიყვანეს. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, მაღალჩინოსნების ბრძანებით ნებერჯაევსკის წყალსაცავი განზრახ გახსნეს, რის გამოც კრიმსი დაიტბორა. წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ნაკადი სხვა მიმართულებას აიღებდა და როსნეფტის მილსადენსა და პუტინის აგარაკს წალეკავდა. გამოძიება წყალსაცავზე ავარიის ვერსიას უკვე გამორიცხავს. კრასნოდარის მხარეში მომხდარ ტრაგედიაში ოპოზიციაც ხელისუფლებას ადანაშაულებს. "სპრავედლივაია რასიას" დღეს სათათბიროს სხდომაზე ყუბანის გუბერნატორის ალექსანდრე ტკაჩოვის პოსტიდან დათხოვნის საკითხის დაყენებას აპირებს. ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებს არასაპარლამენტო ოპოზიციაცრუსეთში გლოვის დღეა გამოცხადებული. სტიქიის ზონაში კვლავ წვიმიანი ამინდებია. სინოპტიკოსების პროგნოზით იმ დასახლებებს, რომლებსაც წყალდიდობა დაატყდა თავს შესაძლოა კიდევ ერთი სტიქია მეწყერიც დაემუქროს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts