planetanews Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/sasamartlo-300x250.jpgმიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებების სრულყოფილად წარმოდგენისთვის სასამართლო პროცესი გონივრული ვადით გადადებულიყო – მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.რვავე ადვოკატმა მოითხოვა მოსამართლის აცილებაც. მათ გიორგი მიქაუტაძეს ბრალი მიკერძოებულებაში დასდეს. ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან სამართალდამრღვევებად მოიხსენია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ამის გამო ის ვერ იქნება სამართლიანი განაჩენის გამოტანისას. მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა მისი აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სასამართლო წესრიგის დარღვევისთვის ადვოკატი ლილი გელაშვილი 50 ლარით დააჯარიმა.ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დაუსაბუთებლობის გამო 17 პირი სამართალდამრღვევად ცნო და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. როგორც საელმწიფო აუდიტის სამსახურის გვაუწყებს, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად პირველ ეტაპზე 32 პირი მიიწვია. სამსახურის ინფორმაციითვე, უწყება ვერ ჩაბარდა 5 პირს. “სულ გამოკითხა – 27 პირი (მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – 6, “თავისუფალი საქართველოდან” – 4, “ეროვნული ფორუმიდან” – 8, “კონსერვატიული პარტიიდან” – 5, “რესპუბლიკური პარტიიდან” – 2, “ქართული ოცნებიდან”- 2). გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 10-მა პირმა დაასაბუთა”, – ნათქვამია განცხადებაში.მათგან, ვინც შემოწირულობის კანონიერება დაასაბუთა, 5 პირი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია, 1 – “ეროვნული ფორუმის”, 1 – “კონსერვატიული პარტიის”, 2 – “რესპუბლიკური პარტიის”, ხოლო 1 პირი – “ქართული ოცნების”. მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა. მათგან 4 – “თავისუფალი საქართველოს” შემომწირველია, 1 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, 7 – “ეროვნული ფორუმის”, 4 – “კონსერვატიული პარტიის”, 1 კი – “ქართული ოცნების” და ის ზაზა გოგსაძეა. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 17 პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts