planetanews Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/misha-misha2.jpgროგორც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრასნოდარის მხარეში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მზადყოფნას გამოთქვამს, ქართული სამაშველო ჯგუფი გააგზავნოს. “მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც დატრიალდა რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. პრეზიდენტის დავალებით სამაშველო ჯგუფები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით და მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომელიც მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონაში”, – აღნიშნა მანჯგალაძემ. მანჯგალაძის აღნიშვნით, ქართული მხარე მზადაა, კრასნოდარში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნოს. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts