Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი შესაძლოა ხონის საპატიმროში გადაიყვანონ


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D-208x300.jpg15 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის სანდრო სარდარიანის საქმეს სასამართლო, 9 ივლისს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ სანდრო სარდარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დროებით გათავისუფლებით შეუცვალეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. საქმის არსობრივ განხილვას, რომელსაც დღეს, დილით 11 საათზე სასამართლო დაიწყებს, კიდევ ერთი გარემოება დაემატა: რამდენიმე დღის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დიაგნოზი დაადგინა. სანდრო სარდარიანის მამა გვიამბობს, რომ დასკვნის მიხედვით, სანდრო საზოგადოებისთვის საშიშად ჩათვალეს და მის გადაყვანას ხონის სპეციალურ დაწესებულებაში აპირებენ.

გრიშა სარდარიანი: „ადვოკატმა გამოითხოვა სანდროს საბუთები და ბავშვის ექსპერტიზის დიაგნოზიც. გვეუბნებიან, რომ ხონში უნდა გადაიყვანონ, რაც მისთვის არ შეიძლება. იქ ჰყავთ პატიმრები და ეს სანდროსთვის იგივე სასჯელი იქნება. ყველაფერი მოეხსნა, საქმე დაიხურა და ახლა რატომ უნდა გადაიყვანონ გაუგებარია.“

სანდრო სარდარიანი ახლა თავს უკეთ გრძნობს, თუმცა როგორც თავისი მამა აცხადებს მას მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდება.

„21 დღე მყავდა ბავშვთა ფსიქიატრიულში, თემქაზე მე–5 საავადმყოფოში, სადაც ვუმკურნალე. მას შემდეგ რაც იქ კურსს მორჩა, სახლში ვმკურნალობ. 15 დღე გლდანში ყოფნისას დაუმძიმდა მდგომარეობა. ახლა გონზე მოვიდა, ხონში რომ წაიყვანონ დაიღუპება. შეიძლება ეპილეფსია დაეწყოს და კრუნჩხვებში ჩავარდეს.’’

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნას მცდარს უწოდებს და აცხადებს, რომ სანდროს ციხეში გადაყვანა ყოვლად დაუშვებელია.

დაჩი ცაგურია: „შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვისთვის საერთოდ არ შეიძლება ციხეში გადაყვანა და რაც შეეხება მკურნალობას ეს სახლშიც შესაძლებელია გააგრძელოს. ვინაიდან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ასეთი დასკვნა დადო, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება სანდრო იძულებითი მკურნალობის მოტივით დააპატიმრონ და ისევ გადაიყვანონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რაც არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაადამიანური ქმედება.“

თუ რა გაგრძელება მოჰყვება არასრულწლოვნის საქმეს ეს სასამართლოს განაჩენის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნონა გედენიძე

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...