Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/nodarjavaxishvili51-300x189.jpg75 000 000 ის ფასია, რაც პოტენციურმა მყიდველმა უნდა გადაიხადოს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ქონებაში, მაგრამ სინამდვილეში, ხელისუფლებამ ივანიშვილის კი არა, სულ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ქონება დააყადაღა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების. უბედურება ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქ ტორის გამო, ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეცდა და ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. „ვერსია“ „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და გენერალურ დირექტორს, ნოდარ ჯავახიშვილს ესაუბრა და გადაწყვიტა, ის სკანდალური დოკუმენტები გამოექვეყნებინა, რომელიც ადასტურებს, ვინ არის „ქართუ ბანკის“ მეწილე და რის საფუძველზე დაიცავს თავს „ქართუ ჯგუფი“, რომელიც ამ ბანკის მფლობელია.

„დამფუძნებლებში მითითებულია 6 კომპანია, მათგან 2 ქართული, 4 კი – უცხოური. გეკითხებით, რა დააყადაღეს, ან ვისი ქონება დააყადაღეს? ამბობენ, რომ ამ კომპანიების ბენეფიციარი მფლობელია ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ჯერ ერთი, საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ბენეფიციარი მფლობელია ცნება მხოლოდ ბანკთან მიმართებაში გამოიყენება და ისიც მხოლოდ კანონში „კომერციული ბანკების შესახებ“. ბენეფიციარი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც კომერციული ბანკიდან აქვს შემოსავლის, ან ფინანსური სიკეთის მიღების უფლება, ამიტომ, თუ ბიძინა ივანიშვილზე გადიხარ, როგორც „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარ მფლობელზე, „ქართუ ჯგუფს“ როგორღა აყადაღებ? ქართუ ჯგუფს არ ჰყავს ბენეფიციარი მფლობელი არც საერთაშორისო ნორმით და არც ქართული კანონმდებლობით“ – ამბობს ჯავახიშვილი და დასძენს, რომ ივანიშვილმა ეროვნულ ბანკში წარადგინა ოფიციალური განცხადება, რომ „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მფლობელია, გარდა ამისა ბენეფიციარი მფლობელი არ არის კომერციული ბანკის მეწილე. „თუ ბენეფიციარი მფლობელის დაყადაღება გინდა, სწორედ ის მოსალოდნელი შემოსავალი, მოგება ან ფინანსური სიკეთე უნდა დააყადაღო და სხვა არაფერი“.

ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ქართუ ჯგუფი რეალურ მფლობელებს დაუკავშირდა და მათი მესაკუთრეობის დამადასტურებელი, დასკანერებული დოკუმენტები ქართუ ბანკში წარადგინა, მიუხედავად ამისა, აღსრულებამ უმოკლეს ვადაში, ორ დღეში შეაფასა ქონება და აუქციონზე გაიტანა. „არაპროფესიონალებიც კი მიხვდებიან, რომ ამხელა ქონების ორ დღეში შეფასება შეუძლებელია. მეტსაც გეტყვით, როგორ შეიძლებოდა, ჩვენს მიერ გადასახდელი ჯარიმის მოცულობა და მათ მიერ შეფასებული ქონება, ანუ 150 მილიონი ლარი, ზუსტად, ლარებსა და თეთრებშიც კი დამთხვეოდა ერთმანეთს, ასეთი ალბათობა არ არსებობს, მაგრამ მაინც ზუსტად „მოარტყეს“. ყველაზე დეგენერატი შემფასებელიც კი, რომელიც მებისმიერ ეკონომიკურ კატეგორიას უგულებელყოფს, მხოლოდ ქართუ ბანკს 170 მილიონად შეაფასებდა. რეალური შეფასება სულ მცირე 250, ან 300 მილიონია“ – ჯავახიშვილის განცხადებით, ეს მინიმალური ღირებულებაა, რეალურად კი ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების ჩათვლით, მაქსიმალური გათვლებით, საუბარია 360-400 მილიონიან ქონებაზე.

„ეს ყველაფერი ბლეფია, აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება არავის აქვს, რადგან აუქციონის მონაწილე ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც ერთ ლოტად გამოტანილ ქონებას შეიძენს, ის ავტომატურად შეიძენს „ქართუ ბანკის“ აქციების 100%-ს. აი, აქ კი აუცილებელია, წინასწარ შეატყობინონ ეროვნულ ბანკს და მათგან თანხმობა მიიღონ. არადა, ეს აუქციონი კონფიდენციალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მიმართავ ეროვნულ ბანკს, აუქციონის მონაწილე აღარ ხაარ, არ მიმართავ და 100%-იანი ქონება კიდეც რომ შეიძინო, ეს გარიგება ბათილად ჩაითვლება. საქართველოს კანონმდებლობით კი კომერციული ბანკის ათ პროცენტზე მეტს ვერ შეიძენ, თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული ეროვნულ ბანკთან“ – აცხადებს „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი და ვარაუდობს, რომ ბანკს ეკონომიკის სამინისტრო დაისაკუთრებს და მერე, ნაწილ-ნაწილ გაყიდის.

„ინფორმაცია მქონდა, რომ 11 უცხოელი ადვოკატი უნდა ჩამოსულიყო. იმედი მაქვს აუცილებლად ჩამოვლენ და მეტსაც გეტყვით, ეს ძალიან დიდი, საერთაშორისო სკანდალი იქნება. ვის რა პოლიტიკური მიზნები აქვს, ან ეკონომიკური გათვლა აქვს, არ ვიცი, შესაძლოა სურვილი აქვთ, დასრულდეს ეს პროცესი და საქმეში მერე ჩაერთონ. გულახდილად გეტყვით, მათთვის სარჩელი უკვე გამზადებული მაქვს“.

მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „ვერსიის“ მიხედვით<strong>

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...