planetanews Posted July 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/vanichka2-233x300.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს შორის შეხვედრა შედგა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრები გაფორმების ეკონომიკურ ზონას დაათვალიერებენ. აგრეთვე გაიმართება ორმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია, რომელზეც ხელი მოეწერება რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის შეთანხმების პროექტს ,,საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მგზავრობის შესახებ”; ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობის შესახებ”; შეთანხმების პროექტს ,, საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ” და შეთანხმების პროექტს ,, საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ”.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts