planetanews Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 ავტორი მანანა ხუბულავა15:49 08.07.2012 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში 2010 წელს ნაგავსაყრელი მოეწყო. მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაგავსაყრელი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს გაკეთდა. იგი ორ სოფელს, ცაიშს და დიდინეძს ესაზღვრება. http://2.bp.blogspot.com/-QAgWI740fNE/T_lzb4tnUrI/AAAAAAAAHow/TyvbFoQrH-c/s200/nagavsayreli.jpgცაიშის მკვიდრნი ამბობენ, რომ სოფელი პრაქტიკულად ყოველ დილა-საღამოს კვამლშია გახვეული. იწვის დაგროვილი ნარჩენები. მომრავლდნენ მავნე მწერები და მღრღნელები. „ლაივპრესის“ მიერ გადაღებულ ვიდეორეპორტაჟში ნათლად ჩანს, რომ ნაგავსაყრელიდან რამდენიმე მეტრში სიმინდის ყანებია. ე.წ ცაიშის ნაგავსაყრელის დარაჯი, გიორგი კვაშილავა „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ ნაგავსაყრელს ცეცხლი ორი თვის წინ, მხოლოდ ერთხელ, „ნაგვის გახურების“ შედეგად გაუჩნდა. „უმნიშვნელო ცეცხლი მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც ჩაქრა. ცეცხლის ეს პატარა კერები კი ორი თვის წინ რომ წაეკიდა, ის არის, გახურდა და დაბლიდან იწვის. მის მერე წვიმები არ ყოფილა და არ ჩაქრა“, - ამბობს დარაჯი და განმარტავს, რომ კვამლი მოსახლეობისთვის საშიში არ არის. http://2.bp.blogspot.com/-M91YoIlpAmE/T_lylWlxRHI/AAAAAAAAHoY/2-kGmAG8iJg/s400/get_img.jpg|ზუგდიდის ნაგავსაყრელი სოფელ ცაიშში |გიორგი კვაშილავასგან განსხვავებით, მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელის სუნი და კვამლი მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. „ნაგავსაყრელიდან სუნი მოდის, ბუზი მოდის. საკვებს ბუზი რომ დააფრინდება, მაგას ყველაფერს ვყრით. ეს ძლიან სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ცუდ პირობებში ვართ. ზაფხული ახლა დაიწყო, თორემ აწი უარესი იქნება“, - ამბობს ცაიშის მკვიდრი მიმოზა სახურია. „დილით ქარი რომ დაუბერავს და კვამლს ჩვენკენ წამოიღებს, კარებს ვერ ვაღებთ. გარეთ რომ გავიდეთ, სუნი მოგვკლავს“, - მიხსნის ლეილა ქირია. სოფლელები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, ნაგავსაყრელი რკინის ბადით არის შემოღობილი და უცხო პირების შესვლა აკრძალულია, მოსახლეობის ნაწილი მაინც შედის და ჯართს აგროვებს. ცაიშის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ იქ ბავშვებიც დადიან და სხვადასხვა ნივთებთან ერთად საკვებსაც აგროვებენ. „იქ ერთი ბავშვი რომ წავა, მერე სხვებიც მიდიან ჯართის შესაგროვებლად. მაღაზიებიდან რომ მოაქვთ ჩამოწერლი საქონელი: პური, ბრინჯი, კოკა-კოლა, ყველაფერი სახლში მიაქვთ და იქაც ჭამენ ბავშვები. ხომ შეიძლება მოიწამლონ?“ - ამბობს მიმოზა სახურია. სოფლის მკვიდრნი ამბობენ, რომ როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობა გადაწყვიტა, პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. „მაშინ დაგვპირდნენ, ორმოებს ამოვიღებთ და იქ ჩავყრით და ისევ მიწით დავფარავთო, მაგრამ ეს არ გააკეთეს. მინდვრად ყრიან ყველაფერს. რაიმე ზომები მიიღონ, თორემ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ისედაც ვიწამლებით და კიდევ ამით გვწამლავენ. რა იქნება უფრო შორს რომ წაიღონ? ადგილების მეტი რა არის,“ – ამბობს მიმოზა სახურია. „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის დირექტორი ნუგზარ მოლაშხია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნაგავსაყრელზე ცეცხლის გაჩენა იშვიათად ხდება და მოსახლეობა „პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს“. „ზუგდიდის პირობებში რაც შესაძლებელია, ყველაფერი კეთდება. არამგონია ჩვენზე უკეთესი ნაგავსაყრელი სადმე იყოს. შემოღობილია. მუდმივად ხდება შეწამვლა, მავნე მწერები რომ არ გამრავლდეს. ცეცხლი რომ გაჩნდება, მუდმივად ვაქრობთ. მოსახლეობა კი, პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს. ასევე, უახლოეს მომავალში ნაგავსაყრელის ხობში გადატანა და იქ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება. თუ ასე მოხდება, ნაგავის პრობლემა მოისპობა“, – ამბობს „ლაივპრესთან“ საუბარში ნუგზარ მოლაშხია. მისივე თქმით, ნაგავსაყრელების საკითხს მომავალში რეგიონალური განვითარების სამინისტრო მიხედავს, რადგან ნაგავსაყრელები ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts