planetanews Posted July 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2012 ავტორი თამარ ზანთარაია16:00 08.07.2012 საქართველოს პრეზიდენტმა, 25 ივნისს, საკუთარ რეზიდენციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თბილისის, ბათუმის და მესტიის შემდეგ აეროპორტი ზუგდიდშიც აშენდა. http://1.bp.blogspot.com/--RhoJ0Zc6zA/T_l24w2uFHI/AAAAAAAAHpM/OCy20Syo5Co/s200/misha_lazika%2Bzugdidshi.JPG„ჩვენ თბილისის აეროპორტის შემდეგ ავაშენეთ ბათუმის აეროპორტი. ავაშენეთ პატარა აეროპორტები – მესტიის აეროპორტი, ზუგდიდის აეროპორტი. ვიწყებთ თელავის აეროპორტის მოდერნიზაციას. დაიწყო ფოთის აეროპორტის მშენებლობაც. სექტემბერში გაიხსნება ქუთაისის დიდი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ აეროპორტის მშენებლობა გურიაში, კერძოდ სოფელ მერიაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, „უკვე აშენებულ“ აეროპორტში, რომელიც 90 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს, „ლაივპრესმა“ გადაიღო ვიდეორეპორტაჟი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ აეროპორტის მშენებლობა დასრულებული არ არის. მეტიც, იქ ამჟამდ სამშენებლო სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. ტერიტორია შემოსაზღვრულია რკინის ბადით. არ არის სტენდიც, რომელიც აეროპორტის მშენებლობის პრეზენტაციის დღისთვის დამონტაჟდა. http://2.bp.blogspot.com/-PhO4hcBDtyc/T_l13c9V12I/AAAAAAAAHpA/LtaQ0sT9T2U/s400/get_img%2B%25281%2529.jpg| ზუგდიდის აეროპორტის შესასვლელი | აეროპორტის ერთ–ერთი ტექნიკოსი ფელიქს ჩარგაზია, რომელმაც ვიდეოკადრებში გამოჩენა არ ისურვა ამბობს, რომ შარშან ზაფხულს, სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი – ასაფრენი ბილიკის მოასფალტება დასრულდა და მას შემდეგ მშენებლობის პროცესი არ გაგრძელებულა. „სავარაუდოდ სექტემბერში გააგრძელებენ მუშაობას. ახლა აქ 8 თანამშრომელი ვმუშაობთ და ერთმანეთს ვცვლით რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არავინ შემოვიდეს. ვმუშაობთ მაშინაც, როცა სამთავრობო თვითმფრინავები დაფრინდებიან, სიგნალები რომ მივიღოთ მაგისთვის“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის აეროპორტის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. ის აეროპორტში 1982 წლიდან მუშაობდა. „მაშინ ამას ინგირის აეროპორტს ეძახდნენ ახლა ის ანაკლია–ზუგდიდის აეროპორტია. ბოლო რეისი 1990 წელს შესრულდა. აფხაზეთის ომის პერიოდში აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია. | ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ, 1994 წელს, ინგირის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა. |2011 წლის 9 მაისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აეროპორტის ახლადგაკეთებული ასაფრენი ბილიკი გახსნა. პრეზიდენტი „სენას“ ტიპის თვითმფრინავს თავად მართავდა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტს იტალიელი არქიტექტორები დააპროექტებდნენ და ერთ წელიწადში რეისები მესტია-ზუგდიდისა და ზუგდიდი-ბათუმის მიმართულებით შესრულდებოდა. „მომავალ წელს ვყიდულობთ ფრანგულ თვითმფრინავებს და რეგულარულ რეისებს დავიწყებთ. ფოთში იქნება დიდი აეროპორტი, მაგრამ რეისები ზუგდიდშიც შესრულდება. ტურისტები აქედან მესტიასა და ანაკლიაში ივლიან. ზუგდიდი დიდი ქალაქია 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და აეროპორტი აუცილებელი იყო“. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ზუგდიდი არ იქნება არაფრისგან მოწყვეტილი. ზუგდიდი გახდება ცენტრი, როგორიც უნდა იყოს. ეს არის ჩემი დაპირება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 9 მაისს ინგირის აეროპორტში. ასაფრენი ბილიკის გახსნისას სააკაშვილს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორი და ახლა უკვე სოლფის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია ახლდა, რომლის განცხადებითაც, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდებოდა და აეროპორტი იქნებოდა სრულფასოვანი. რამდენიმე თანამშრომელი იცავს ტერიტორიას ეს არის და ეს. ზოგჯერ სამთავრობო თვითმფრინავი თუ დაჯდება ამ აეროპორტში. პრეზიდენტის თვითმფრინავი ჯდება ხოლმე, როცა სამეგრელოში ჩამოდის“, - ამბობს გიორგი ქარჩავა. ადგილობრივების ნაწილს აეროპორტის შესახებ ინფორმაცია სამი თვის წინ ჩამოხსნილი ბილბორდიდან აქვს. „ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივი დანიშნულების რეისები უნდა შესრულდეს. ისე, იყო ჭორი და მითქმა-მოთქმა, რომ ინგირის ცენტრში მოუწევს რამდენიმე ოჯახს გადაბარგება, რადგან აეროპორტის სიახლოვეს მოსახლეობა არ უნდა იყოსო. ჩვენთან ოფიციალურად არავინ მოსულა რაიმე წინადადებით“, - ამბობს მირანდა მაისაშვილი. აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქვთ შიში აეროპორტის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ თვითმფრინავების ხშირი ფრენისას მათი სახლები არ დაზიანდეს. ამავდროულად ადგილობრივები აეროპორტის მშენებლობის დადებით მხარეებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შეიძლება დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts