Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ილია II – არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ თვითონ არ გახდეს პატიმარი


Recommended Posts

##image#9862#1#დღე­ვან­დელ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­ში, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის მოპ­ყრო­ბის სა­კითხს შე­ე­ხო და გა­ნაც­ხა­და, რომ “ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, თით­ქოს უხე­შად ექ­ცე­ვი­ან ჩვენს პა­ტიმ­რებს”. უწ­მინ­დეს­მა დაგ­მო პა­ტიმ­რებ­ზე ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს თხოვ­ნით მი­მარ­თა, პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ი­ჩი­ნონ. ილია II აქ­ვე დას­ძი­ნა, რომ “არა­ვი­ნაა დაზ­ღვე­უ­ლი იმის­გან, რომ თვი­თონ არ ჩა­ვარ­დეს იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და თვი­თონ გახ­დეს პა­ტი­მა­რი”.

პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას პა­ტიმ­რე­ბის პრობ­ლე­მებ­ზეც ისა­უბ­რა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ამ­ჟა­მად ცი­ხე­ში ბევ­რი ახალ­გაზ­რდა იხ­დის სას­ჯელს, რომ­ლებ­მაც და­ნა­შა­უ­ლი “სა­არ­სე­ბო წყა­როს” ძი­ე­ბის გა­მო ჩა­ი­დი­ნეს. უწ­მინ­დეს­მა მრევლს მო­უ­წო­და, უფ­რო მე­ტი ყუ­რად­ღე­ბა და­უთ­მონ “ცი­ხე­ებ­ში მყოფ ჩვენს შვი­ლებს” და სთხო­ვა, არა მარ­ტო იფიქ­რონ მათ­ზე, არა­მედ ხში­რად მო­ი­ნა­ხუ­ლონ ისი­ნი.

საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის ბო­ლოს პატ­რი­არ­ქმა ორი ქარ­თუ­ლი გვა­რი და­ლო­ცა.

გვა­რე­ბის და­ლოც­ვის რი­ტუ­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით ილია II გან­ცხა­და: “თით­ქმის ყო­ველ კვი­რა­ში ვლო­ცავთ გვა­რებს, მაგ­რამ ჩე­მამ­დე მო­ვი­და ასე­თი ამ­ბა­ვი, რომ ვი­ღა­ცე­ბი, სა­ე­რო პი­რე­ბი ამ და­ლოც­ვა­ში ფულს ით­ხო­ვენ. ეს ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. არა­ვი­თა­რი ფუ­ლი, არც ერ­თი თეთ­რი არ უნ­და იყოს გა­ღე­ბუ­ლი და ეს სრუ­ლი­ად უფა­სოდ უნ­და ხდე­ბო­დეს. ასე რომ, ვინც გეტ­ყვის, რომ ამის­თვის ფუ­ლია სა­ჭი­რო, ეს არ არის სწო­რი”. 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...