Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: მაზოხების კავშირი (ლაშა იმედაშვილი. ესე.)


Recommended Posts

   რა­ტომ გვიყ­ვარს რუ­სე­თი?

   პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: იმი­ტომ, რომ არ გვაქვს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა.##image#9866#2#

   გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ამის შემ­დეგ მე­ო­რე შე­კით­ხვა­საც დას­ვამს: რა­ტომ არ გვაქვს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა?

   ამის პა­სუ­ხი კი­დევ უფ­რო მარ­ტი­ვია: მო­ნე­ბი ვართ და იმი­ტომ.

   ეს მო­ნო­ბა ორას წელ­ზე მე­ტია გრძელ­დე­ბა და არა­ფე­რი შვე­ლის. არც აჯან­ყე­ბულ წი­ნა­პარ­თა მა­გა­ლი­თე­ბი, არც სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩე­ნილ ბე­ბია – ბა­ბუ­ა­თა მო­გო­ნე­ბა­ნი, არც გა­მოც­დი­ლი ხალ­ხის ჭკუა- და­რი­გე­ბა და არც უზარ­მა­ზა­რი მსხვერ­პლი, რო­მე­ლიც, რო­გორც წე­სი, ამ მო­ნა­თა წი­ნაპ­რე­ბის კი­სერ­ზეა.

   პი­რი­ქით კი ხდე­ბა, რაც უფ­რო მე­ტად გვჩაგ­რა­ვენ, გვჯიჯ­გნი­ან, გვი­გი­ნე­ბენ წი­ნაპ­რებს, გვა­ნად­გუ­რე­ბენ, გვარ­თმე­ვენ მი­წა – წყალს, აბუ­ჩად იგ­დე­ბენ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წეს­სა და ჩვენს ქვე­ყა­ნას, მით უფ­რო მე­ტად გვიყ­ვარს დას­ტა­ევ­სკი. ასე და ამ­გვა­რად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ სა­დო - მა­ზო­ხის­ტურ ნა­ცი­ად, ანუ მა­ზო­ხე­ბად, რაც იგი­ვე მო­ნო­ბას ნიშ­ნავს, ოღონ­დაც უფ­რო ჟი­ნი­ან­სა და აგ­რე­სი­ულს. მა­ზო­ხე­ბი დრო­დად­რო ერ­თი­ან­დე­ბი­ან, მათ საყ­ვა­რელ ენა­ზე რომ ვთქვათ, დიდ­სა თუ პა­ტა­რა ,,ობი­ძი­ნე­ნი­ებ­ში” და, თუ ვე­რა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭეს,  კო­ლექ­ტი­უ­რად მის­ტი­რი­ან საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს, რომ­ლის დრო­საც სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლად დაფ­რი­ნავ­დნენ იმ­პე­რი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში ოც­დაჩ­ვიდ­მეტ მა­ნე­თად მან­დი­ლოს­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად და სას­ტუმ­როს სარ­თუ­ლებს შუა გან­ლა­გე­ბულ ,,ბუ­ფე­ტებ­ში“ ხი­ზი­ლა­ლი­ა­ნი თუ ყვე­ლი­ა­ნი ბუ­ტერ­ბრო­ტე­ბის საჭ­მე­ლად, რო­მე­ლიც თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით ძა­ლი­ან ჩა­მო­გავ­და ჰო­ლან­დი­ურს. დღეს უმე­ტე­სო­ბას იმის გახ­სე­ნე­ბაც კი უჭირს თუ რა­ტომ მი­ემ­გზავ­რე­ბო­და ორი ათა­სი კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე, რად­გან უმე­ტე­სო­ბას აღარც იმ ბუ­ტერ­ბრო­ტის გე­მო ახ­სოვს და აღარც იმ მან­დი­ლოს­ნე­ბის, რა თქმა უნ­და, ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ მა­ინც საბ­ჭო­ეთს მის­ტი­რის, რად­გან მა­ზო­ხია და ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი.

   მა­ზო­ხებს, სხვა ბევრ პრომ­ლე­მას­თან ერ­თად, მახ­სოვ­რო­ბა­შიც უჭირთ. მა­თი მახ­სოვ­რო­ბა ინ­ტერ­ნეტ ტე­ლე­ვი­ზი­ის მსგავ­სია, სა­მი დღის იქით ვე­რა­ფერს იტევს და მა­თი ცხოვ­რე­ბაც ასე­თი პა­ტარ – პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თე­ბის­გან შედ­გე­ბა. მა­ზო­ხე­ბი მშიშ­რე­ბი არი­ან, მხო­ლოდ მა­შინ უვაჟ­კაც­დე­ბათ ხმა, რო­დე­საც მში­ე­რი გი­ე­ნე­ბი­ვით ერ­თად მოგ­როვ­დე­ბი­ან ხოლ­მე. მა­ზო­ხებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად, დრო­ის ეში­ნი­ათ, რად­გან იცი­ან თუ გრძნო­ბენ, რომ დროს ვე­რაფ­რით იყი­დი. ამის გა­მო ჩქა­რო­ბენ და ამ სიჩ­ქა­რე­ში გა­მუდ­მე­ბით უშ­ვე­ბენ მათ­თვის სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მებს. ამის ბრა­ლი უნ­და იყოს, რომ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად  შვი­ლებ­საც არ ინ­დო­ბენ და ისე უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, რო­გორც მოს­დგამთ კი­დეც მა­ზო­ხებს. ერ­თი რამ მა­ინც ავიწ­ყდე­ბათ ამ ბრძო­ლა­ში, ვინც სა­კუ­თა­რი კუ­ბოს ამ­წევს გა­და­უდ­გე­ბა, მას გა­მარ­ჯვე­ბა არ უწე­რია.

   მა­ინც რა­ტომ გვიყ­ვარს რუ­სე­თი.

   სხვა სხვა­ნა­ი­რად იტ­ყვის ამ სათ­ქმელს, მე კი და­ვა­მა­ტებ, მე რუ­სე­თი არ მიყ­ვარს, მე არ ვარ მარ­ტო.

 

          ლა­შა იმე­დაშ­ვი­ლი. ესე. 2012 წე­ლი, ივ­ლი­სი

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...