Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: რუსული დელეგაცია ეუთო-ში მაგნიტსკის საქმეში მხილებულ დამნაშავეებს მფარველობს


Recommended Posts

##image#9869#0#ეუ­თო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი მო­ნა­კო­ში, სერ­გეი მაგ­ნიტ­სკის საქ­მის ცნო­ბილ მო­ნა­წი­ლე­ებს, დმიტ­რი კლუ­ევ­სა და ან­დრეი პავ­ლოვს, იმ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა­ში და­ეხ­მარ­ნენ, სა­დაც ასამ­ბლე­ის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ამის შე­სა­ხებ Hermitage Capital-ის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბულ პრეს-რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლაც ერ­თვის. ფონდ Hermitage Capital-ის იუ­რის­ტი სერ­გეი მაგ­ნიტ­სკი, რო­მელ­მაც რუ­სი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­ერ ფონ­დის სა­ხე­ლით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 180 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის და­ტა­ცე­ბის ფაქ­ტი ამ­ხი­ლა, რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. 2009 წელს იგი ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ეუ­თო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა ამ­ჟა­მად მაგ­ნიტ­სკის საქ­მე­ზე რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს, რო­მე­ლიც მი­ე­სალ­მე­ბა და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­ერ მაგ­ნიტ­სკის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სი მო­ხე­ლე­ე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი და სა­ვი­ზო სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას.

Hermitage Capital-ის აზ­რით, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა კრი­მი­ნალ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ კლუ­ევ­სა და მის იუ­რისტ პავ­ლოვს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა იმის­თვსი მის­ცეს, რა­თა სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ლო­ბი­რე­ბა­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თა­ნაც, რუს­მა დე­ლე­გა­ტებ­მა – დე­ლე­გა­ცი­ის მდი­ვან­მა გლებ რე­შეტ­ნი­კოვ­მა და სა­ხელ­წმი­ფო სა­თათ­ბი­როს წევ­რმა ილია კოს­ტუ­ნოვ­მა, სტუმ­რებს სა­კუ­თა­რი ბე­ი­ჯე­ბი გა­დას­ცეს, რა­თა შე­ნო­ბა­ში და­უბ­რკო­ლებ­ლად შე­სუ­ლიყ­ვნენ.

დმიტ­რი კლუ­ე­ვი 2006 წელს 1,6 მი­ლი­არ­დი რუბ­ლის და­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. იგი და პავ­ლო­ვი მაგ­ნიტ­სკის მი­ერ მხი­ლე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის საკ­ვან­ძო ფი­გუ­რე­ბი იყ­ვნენ. კლუ­ე­ვიც და პავ­ლო­ვის მაგ­ნის­ტკის საქ­მის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ მა­სა­ლებ­ში ფი­გუ­რე­რე­ბენ, და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი მათ უშუ­ა­ლოდ ემუქ­რე­ბათ.

„მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და მაგ­ნიტ­სკის რე­ზო­ლუ­ცი­ის გან­ხილ­ვა­ზე დას­წრე­ბა სიმ­ბო­ლუ­რი ჟეს­ტია, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი და­სავ­ლეთს უჩ­ვე­ნებს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­რუფ­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მართ“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია Hermitage Capital-ის ცნო­ბა­ში.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...