Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: პუტინი-დუგინი-ევრაზია. II


Recommended Posts

პუ­ტი­ნისპო­ლი­ტი­კუ­რიეპის­ტო­ლე­ე­ბი. მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის რან­გში და პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის და­სა­კა­ვებ­ლად წარ­მარ­თუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ევ­რა­ზი­ელ­მა ამ­ხა­ნაგ­მა პუ­ტინ­მა რამ­დე­ნი­მე პლატ­ფორ­მუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა (მო­ვიხ­მობ მხო­ლოდ, ჩე­მი აზ­რით, ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ფრაგ­მენ­ტებს). გარ­და იმი­სა, რომ იგი, რო­გორც კან­დი­და­ტი, ვალ­დე­ბუ­ლი იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა წა­რედ­გი­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნულ (შვიდ) გა­ნაც­ხადს გაფ­რთხი­ლე­ბის ფუნ­ქცი­აც ეკის­რე­ბო­და – რას გა­ა­კე­თებ­და ВВП რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხევ­ვა­ში. „ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია და არც გვსურს ვი­ყოთ იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვე­ნი ღი­ა­ო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს კე­თილ­დღე­ო­ბას მო­უ­ტანს… მაგ­რამ ჩვენ თან­მი­დევ­რუ­ლად ვი­მოქ­მე­დებთ სა­უ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად… რუ­სეთს მუ­დამ ჰქონ­და პრი­ვი­ლე­გია, გა­ე­ტა­რე­ბი­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა. ასე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მსოფ­ლი­ოს უსაფ­რთხო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას მხო­ლოდ რუ­სეთ­თან ერ­თად და არა მი­სი „ჩა­ჩო­ჩე­ბით“, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის და­სუს­ტე­ბით, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბით“ (Россия и меняющийся мир,  http://premier.gov.ru, 27.02.2012). 

კო­მენ­ტა­რი. მო­ვიხ­მობ რუ­სე­თის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კის რამ­დე­ნი­მე ვექ­ტორს: ირა­ნის ბირ­თვუ­ლი  პროგ­რა­მის წა­ხა­ლი­სე­ბა დღე­ვან­დელ კონ­დი­ცი­ამ­დე, სი­რი­ის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, რუ­სე­თის­თვის გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის უპი­რო­ბო „გა­და­ცე­მის“ მოთ­ხოვ­ნა და კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი.

სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი. „ჩვენ, რა თქმა უნ­და, გან­ვაგ­რძობთ აქ­ტი­ურ და შე­მოქ­მე­დე­ბით კურსს სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფ­რთხო­ე­ბის გამ­ყა­რე­ბის, კონ­ფრონ­ტა­ცი­ა­ზე უა­რის თქმის, ატო­მუ­რი ია­რა­ღის გა­უვ­რცე­ლებ­ლო­ბის, რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის, ტე­რო­რიზ­მი­სა და ნარ­კო­სა­შიშ­რო­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“ (ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი სტა­ტია).

კო­მენ­ტა­რი. თუ რო­გორ იცი­ლებს რუ­სე­თი რე­გი­ო­ნულ კონ­ფლქი­ტებს, კარ­გად ჩანს სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მა­გა­ლი­თე­ბით.

ძირ­გა­მომ­თხრე­ლე­ბი“. რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კას ბევ­რი ხე­ლის შემ­შლე­ლი ჰყავს – „აშშ-ისა და NATO-ის ზო­გი­ერ­თი ქმე­დე­ბა არ ეწე­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გან­ვი­თა­რე­ბის (ანუ რუ­სულ) ლო­გი­კა­ში და ეს ქმე­დე­ბე­ბი ეყ­რდნო­ბა „ბლო­კურ აზ­როვ­ნე­ბას“… „ყვე­ლამ იცის, რა მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში. ეს არის ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბა, სამ­ხედ­რო ინ­ფრას­ტუქ­ტუ­რის ახა­ლა ობი­ექ­ტე­ბის გან­თავ­სე­ბის ჩათ­ვლით და რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის შექ­მნა ევ­რო­პა­ში. ამ თე­მას არ შე­ვე­ხე­ბო­დი, რომ არა ასე­თი თა­მა­შე­ბის უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თის საზ­ღვრებ­თან გა­მარ­თვა“ (მი­თი­თე­ბუ­ლი სტა­ტია).

კო­მენ­ტა­რი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს რიგ­მა ქარ­თველ­მა ახ­ლა­დაღ­მო­ცე­ნე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა უფ­რო მე­ტი იცის რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ, ვიდ­რე თა­ვად ВВП-პუ­ტინ­მა. მაშ, სხვა რო­გორ უნ­და აიხ­სნას „პო­ლი­ტი­კუ­რი ნუ­ვო­რი­შე­ბის“ გა­ნაც­ხა­დი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თურ­მე რუ­სე­თის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო შე­ვა თუ არა NATO-ში (!!!). კი­დევ ერ­თი კით­ხვა – გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი­სა და ОДКБ-ს არ­სე­ბო­ბა „არაბ­ლო­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის“ ნი­მუ­ში რა­ტომ­ღა არის?

უტი­ფა­რი გა­ნაც­ხა­დი. სტა­ტი­ა­ში პუ­ტი­ნი ამ­ბობ­და – „არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა მი­ით­ვი­სოს გა­ე­რო-ს პრე­რო­გა­ტი­ვე­ბი და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ სა­კით­ხებ­ში, რო­მე­ლიც ეხე­ბა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“. ალ­ბათ „მო­სა­ძი­ე­ბე­ლია“, გა­ე­რო-ს რო­მე­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­და რუ­სეთ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის ან 20-წლი­ან პე­რი­ოდ­ში (1990 წლი­დან) სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის და­გეგ­მვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას?

პუ­ტი­ნი III.  პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვა-მოვ­ლი­ნე­ბის შემ­დეგ ВВП-პუ­ტინ­მა სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს მი­მარ­თა და თა­ვი­სი საპ­როგ­რა­მო გზავ­ნი­ლე­ბი „მოჰ­ფი­ნა“ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას. რამ­დე­ნი­მე ყუ­რად­სა­ღე­ბი ას­პექ­ტი მი­მო­ვი­ხი­ლოთ, ისიც მოკ­ლედ. „რუ­სე­თი ტე­რი­ტო­რი­ით მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი ქვე­ყა­ნაა. ჩვე­ნი სივ­რცე არა მხო­ლოდ და­სა­ცა­ვია გა­რე­შე საფ­რთხე­ე­ბის­გან, არა­მედ იგი უნ­და კე­თილ­მო­ეწ­ყოს, შე­საქ­მნე­ლია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის­თვის და მუ­შა­ო­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მო, ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში“ (Выступление в Государственной Думе с отчётом о деятельности Правительства Российской Федерации за 2011 год, http://premier.gov.ru, 11.04.2012)…  სხვა პრობ­ლე­მა­თა შო­რის გა­მოს­ვლა­ში თა­ვი იჩი­ნა ერთ-ერ­თმა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა – შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ციმ­ბი­რის გან­ვი­თა­რე­ბის (იგი ჯერ კი­დევ სსრ კავ­ში­რის დრო­ი­დან მო­დის) შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა. აქ იწ­ყე­ბა ყვე­ლა­ზე ყუ­რად­სა­ღე­ბი „გა­ნაზ­რე­ბა­ნი“.

ბრძო­ლა Heartland-ის­თვის. პირ­ველ წე­რილ­ში მკით­ხველს მსოფ­ლი­ოს მონ­დი­ა­ლი­ზა­ცი­ის სქე­მა გა­ვა­ცა­ნი, Heartland-ით ჩი­ნეთ­ში (http://www.monde-diplomatique.fr). სქე­მა­ში რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რია ცალ­კე იყო აღე­ბუ­ლი, პოს­ტიმ­პე­რი­უ­ლი სივ­რცის გა­რე­შე. იმის­თვის, რომ ამ­ბი­ცი­ურ­მა რუ­სეთ­მა თა­ვი მსოფ­ლიო გან­ვი­თა­რე­ბის „ჭი­პად“ იგ­რძნოს, მას თა­ვი­სუ­ფა­ლი მოძ­რა­ო­ბის სივ­რცე ესა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც მას­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რუ­სუ­ლი ამო­ცა­ნაა „მსოფ­ლი­ო­ში რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ევ­რა­ზი­ულ სივ­რცე­ში ახა­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გავ­ლით“ (მი­თი­თე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა). რუ­სე­თის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ევ­რა­ზი­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია, რად­გან „ცალ-ცალ­კე გლო­ბა­ლუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის დღე­ვან­დელ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია“ (ВВП პოს­ტსაბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­ებს გუ­ლის­ხმობს). ასე რომ, იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნა თვით­მი­ზა­ნი არ არის, რუ­სე­თის­თვის გავ­ლე­ნის სფე­რო (თუ სივ­რცე) სა­სი­ცოც­ხლო  აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. და­ვა­ზუს­ტებ, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ ამ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის ანუ არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი რუ­სე­თის წი­ნა­შე დგას, რად­გან მას არ სურს და არც ძა­ლუძს ნორ­მა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბა.

მთა­ვა­რი ისაა, რომ „სა­ბა­ჟო კავ­ში­რი, ერ­თი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცე… წარ­მო­ად­გენს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ და ინ­ტეგ­რა­ცი­ულ მოვ­ლე­ნას პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­შისსრ კავ­ში­რის დან­გრე­ვის დრო­ი­დან“. სა­ბა­ჟო კავ­შირ­სა და ერ­თი­ან ეკო­ნო­მი­კურ სივ­რცეს მოჰ­ყვე­ბა ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი, რი­თაც და­იწ­ყე­ბა ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

ათ­ვი­სე­ბა. რა კავ­შირ­შია ყო­ვე­ლი­ვე ციმ­ბი­რი­სა და შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ათ­ვი­სე­ბას­თან? საქ­მე ისაა, რომ ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბის ერთ-ერთ სა­ფუძ­ველ­დე­ბუ­ლე­ბას შრო­მი­თი რე­სურ­სე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს, მთე­ლი კავ­ში­რის მას­შტა­ბით. რუ­სე­თის შო­რე­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან იც­ლე­ბა და სა­ჭი­როა სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­რე­ვა, რა­თა მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ტე­ბა და­იწ­ყოს. და ის, რაც დღეს რუ­სე­თის­თვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რან­ტე­ბის სა­ხით, შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით – მუ­შა­ხე­ლის გეგ­მა­ზო­მი­ე­რი მი­მარ­თვით „ასათ­ვი­სე­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის­კენ“. მა­გა­ლი­თი რამ­დე­ნიც გნე­ბავთ იმ­დე­ნია „საბ­ჭო­უ­რი ის­ტო­რი­ის“ მან­ძილ­ზე. 

ცნო­ბა. 1982 წლის აპ­რილ­ში, გა­ზეთ „კო­მუ­ნის­ტში“ (უფ­რო ზუს­ტად, მის ქარ­თულ ვერ­სი­ა­ში), და­ი­ბეჭ­და ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი „საბ­ჭო­თა“ დე­მოგ­რა­ფის ბრომ­ლე­ის ვრცე­ლი წე­რი­ლი, სა­დაც ავ­ტო­რი სსრ კავ­ში­რის დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მა­ტი­კას ეხ­მი­ა­ნე­ბო­და. სტა­ტი­ა­ში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­ცთუ დი­დი ნა­წი­ლის ყუ­რად­ღე­ბა მი­იქ­ცია ერ­თმა მო­საზ­რე­ბამ, თუ რო­გორ და რა მე­თო­დე­ბით უნ­და „მი­ე­ზი­და“ სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფო უწ­ყე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს „ჭარ­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა“ ციმ­ბი­რის ასათ­ვი­სებ­ლად. კუ­რი­ო­ზუ­ლი ისაა, რომ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და­ემ­თხვა ევ­რო­ტურ­ნირ­ზე თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ და­მარ­ცხე­ბა ლი­ე­ჟის „სტან­დარ­ტთან“. მე­ო­რე დღეს თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის და­მარ­ცხე­ბას ნაღ­ვლობ­და, ხსე­ნე­ბუ­ლი გუ­ლი­სამ­რე­ვი სტა­ტია კი უყუ­რად­ღე­ბოდ დარ­ჩა (სხვა­თა შო­რის, სსრ კავ­ში­რის­დრო­ი­დელ­მა „სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბამ“ იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ 250 000 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე „გა­ი­ტა­ცა“). რო­გორც ჩანს, სწო­რედ „სა­ინ­ტე­რე­სო საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბის“ ნოს­ტალ­გი­ით შეპ­ყრო­ბილ­თა მენ­ტა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი მოთ­ქვამ­დნენ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩში და­მარ­ცხე­ბას. რო­ცა ერთ ახ­ლო­ბელს შევ­ჩივ­ლე და ვი­თა­რე­ბა და­ვუ­ხა­სი­ა­თე,  „ამიხ­სნა“ – ზოგს რა აწუ­ხებს და ზოგს რაო.

და­ვა­მა­ტებ. „პო­ლი­ტი­კუ­რი ნუ­ვო­რი­შე­ბის“ გან­ცხა­დე­ბა „სა­ინ­ტე­რე­სო საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბის“ შე­სა­ხებ მათ­მა მომ­ხრე­ებ­მა ასე ახ­სნეს: საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლო იყო თურ­მე ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხი ჩა­მო­დი­ო­და. აი, ასე. თუ სსრკ-ში სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი შე­დი­ოდ­ნენ, აქამ­დე არ ვი­ცო­დი.

მი­ნა­წე­რი. ჰო­და, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, ბა­ტო­ნე­ბო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ლა­ტენ­ტუ­რი ევ­რა­ზი­ე­ლე­ბი „გა­იხ­სნან“ (რამ­დენ თით­ზეც სა­ჭი­როა) და შვან ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შეს­ვლის­თვის მზად­მყო­ფი (ან მათ მი­ერ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი) სა­ქარ­თვე­ლო.  ამას­თან დაყვე­ლა „სი­კე­თეს­თან“ ერ­თად, გან­ვლი­ლი და „სა­ინ­ტე­რე­სო საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბის“ ხათ­რით, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით და­ვეხ­მა­რე­ბით რუ­სეთს ციმ­ბი­რის (და კი­დევ სხვა რე­გი­ო­ნე­ბის) ამ­თვი­სე­ბე­ლი евразийское рабочее быдло-ს შევ­სე­ბა­ში – სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­გო­რებ­მაც ამ ცო­ტა ხნის წინ, „სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის“ ჩა­ტა­რე­ბის მოთ­ხოვ­ნით „თვა­ლუწ­ვდე­ნე­ლი“ რი­გე­ბი და­ა­ყე­ნეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის საზ­ღვრებს გა­რე­თა თი­თი-ორო­ლა ქა­ლაქ­ში.

გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად. ერ­თი თბი­ლი­სე­ლი სომ­ხუ­რი გვა­რის მო­ქა­ლა­ქე კარ­გა ხნის წინ გა­ვე­შე­ბით და ცხა­რედ მიმ­ტკი­ცებ­და, რომ ის არც სო­მე­ხია, არც ქარ­თვე­ლი (გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით კი მეტ­ყვე­ლებს), არა­მედ არის რუ­სი. სწო­რედ მან (სხვა­თა შო­რის, კარ­გმა ხე­ლო­ვან­მა) ერთ-ერთ რუ­სულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში ასე­თი ფრა­ზა წარ­მოთ­ქვა – как счастливо мы жили (ესაა „საბ­ჭო­თა სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის“ ნოს­ტალ­გია).  

 

 

  

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...