Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ძვირ­ფა­სო ღმერ­თო

 

   არ მინ­და თა­ვი მო­გა­ბეზ­როთ წე­რი­ლე­ბის წე­რით,ეს თუ არ ვცდე­ბი უკ­ვე მე­ო­რე წე­რი­ლია,გპირ­დე­ბით, რომ მეტს აღარ მოგ­წერთ,თქვენ, ხომ ისე­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გაქვთ, ვიდ­რე წე­რი­ლე­ბის კით­ხვა,რა თქმა უნ­და იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მო­აღ­წევს ისიც თქვე­ნამ­დე, თქვენ,ხომ შორს ხართ, ჩვენ­გან ძალ­ზედ შორს, ამა­ვე დროს ახ­ლოს, გვერ­ძე, აქ­ვე,უბ­რა­ლოდ ჩვენ ვერ გხე­დავთ,თქვენ კი ხე­დავთ ყვე­ლა­ფერს. ამი­ტო­მაც მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი მო­საზ­რე­ბე­ბი, რამ­დე­ნი­მე სა­კით­ხზე.ეს ჩემ ქვე­ყა­ნას ეხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს, გახ­სოვთ წი­ნა წე­რილ­ში რომ მოგ­წე­რეთ,პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა თქო, სი­ლა­მა­ზით აღ­სავ­სე,გახ­სოვთ ხომ? ხო­და ამ ქვე­ყა­ნას ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი და­საქ­მე­ბის, და­ნარ­ჩენს, იმე­დია დროს გა­მო­ნა­ხავთ და წა­ი­კით­ხავთ.

  1.  გა­დავ­ხე­დოთ სა­ბან­კო – სა­ფი­ნან­სო სექ­ტორს. ერ­თი შე­ხედ­ვით აქ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა,ად­რე თუ გას­ცემ­დნენ კრე­დი­ტებს წლი­უ­რად 18-20% -ში ეხ­ლა 10-12%-ში გას­ცე­მენ. კარ­გია, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ თუ ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბა­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე ვფიქ­რობთ, არა საკ­მა­რი­სი. თქვენ თვი­თონ ხომ იცით, ბან­კი ფულს იზი­დავს, ან ბან­კთა­შო­რი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, ან ევ­რო სა­ბონ­დო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვით, სეს­ხის და ობ­ლი­გა­ცი­ის პრო­ცენ­ტი მერ­ყე­ობს 6 დან 7%- მდე. ბან­კე­ბი ამ თან­ხებს აკ­რე­დი­ტე­ბენ ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში 12%-ად, ნუ­თუ ეს ნორ­მა­ლუ­რია, 100%-ია­ნი სუფ­თა მო­გე­ბა? ეს არის ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბა? იმ დროს, რო­დე­საც უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში, წლი­უ­რი პრო­ცენ­ტი 2,5% დან 5%-მდე მერ­ყე­ობს. აქ მა­ვა­ნი იტ­ყვის, რომ ანაბ­რებ­ზე 10% აქვთ და­რიც­ხვა, ვის არიც­ხა­ვენ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­საც ფუ­ლი არა აქვს, ვინც ბიზ­ნესს ვერ იწ­ყებს, იმის გა­მო რომ ფუ­ლი და ქო­ნე­ბა არ მოს­დევს წი­ნაპ­რე­ბი­დან, მაგ­რამ აქვს ჭკუა და ინი­ცი­ა­ტი­ვა, ბან­კი კი ეტ­ყვის,”გა­და­სა­რე­ვი პრო­ექ­ტია, თქვენც ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით, მაგ­რამ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი “სტარტ აპ” ბიზ­ნე­სია და თან­ხას ვერ მოგ­ცემ­თო, გარ­და ამი­სა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც არ გა­გაჩ­ნი­ათ და ეგეც რომ გქო­ნო­დათ, თუ “ქეშ ფლოუ”- თი არ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი თქვე­ნი პრო­ექ­ტი, მა­ინც უარს გეტ­ყო­დი­თო, სწო­რედ გაგ­ვი­გეთ, პი­რა­დუ­ლი აქ არა­ფე­რია,ეს მხო­ლოდ ბიზ­ნე­სია”.”ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია”, უთ­ხრათ ამ ადა­მი­ა­ნებს და ერ­თჯე­რა­დი ვა­უ­ჩე­რე­ბი და­უ­რი­გოთ, მაგ­რად ეყ­ვა­რე­ბათ ქვე­ყა­ნა!!! იმი­სათ­ვის,რომ ეკო­ნო­მი­კამ და­იწ­ყოს ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, მთა­ვა­რია სეს­ხე­ბი იყოს პირ­ველ რიგ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი და რე­ა­ლურ პრო­ცენ­ტში, არა­უ­მე­ტეს,წლი­უ­რი 6,5 – 7,5 % ისა,(ეგეც საგ­რძნობ­ლად მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტია) ანაბ­რებ­ზე და­ნა­რიც­ხი არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს 5% -ს.უნ­და შე­იქ­მნეს სა­ხელ­მწი­ფო სატ­რას­ტო კომ­პა­ნია,რო­მე­ლიც სა­დაზ­ღვე­ვო სექ­ტორ­თან ერ­თად, იქ­ნე­ბა გა­რან­ტი თა­ვი­სი თი­თო­ე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქი­სა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნეს გეგ­მა, დაწ­ყე­ბუ­ლი 3,000 აშშ დო­ლა­რი­დან არა უმე­ტეს 1,000,000 აშშ დო­ლა­რი­სა. აი მე­რე ნა­ხეთ, მოძ­რა­ო­ბა და აღორ­ძი­ნე­ბა, ზო­გი გა­და­ვარ­დე­ბა,ზო­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა,ზო­გიც თა­ვი­დან­ვე თაღ­ლი­თუ­რად მო­ინ­დო­მებს თან­ხის მი­ღე­ბას,ეს გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში ქვე­ყა­ნა მო­ი­გებს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი და იგ­რძნო­ბენ ქვეყ­ნის გვერ­დში დგო­მას,თავს კი სრულ­ყო­ფილ ადა­მი­ა­ნე­ბად, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ბუ­მე­რან­გი­ვით და­უბ­რუნ­დე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის და მად­ლი­ე­რე­ბის სა­ხით. რა თქმა უნ­და, ამ იდე­ას ბო­ლომ­დე და­მუ­შა­ვე­ბა და დახ­ვე­წა  ესა­ჭი­რო­ე­ბა, რაც მოგ­ვი­ტანს უკე­თე­სო­ბას ამ კუთ­ხით. 

2.    სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა აღორ­ძი­ნე­ბის­თვის, უპირ­ვე­ლეს  ყოვ­ლი­სა და­სა­ფუძ­ნე­ბე­ლია შპს-ს მსგავ­სი სტრუქ­ტუ­რის   ფერ­მე­რუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, (ფგ), ფგ-ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი, 50,01%,რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ში და და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მის­ტე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი თუ უც­ხო­ე­ლი გა­მოც­დი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფერ­მე­რე­ბით,  რომ­ლე­ბიც (ფგ)-ს წევრ ად­გი­ლობ­რივ გლე­ხო­ბას­თან ერ­თად, შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ პრო­ექტს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მას.(ფჷ)-ს შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­აჩ­ნდეს სა­ხელ­მწი­ფოს­გან სუფ­სი­დი­რე­ბუ­ლი ფონ­დი,გრან­ტის სა­ხით, (ფგ)-ში ძი­რი­თა­დი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბულ უნ­და იქ­ნეს (ფგ)-ს 75% მი­ერ, რაც გა­მო­რიც­ხავს სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი ორ­გა­ნოს მი­ერ,ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის და გლე­ხო­ბის ხედ­ვის იგ­ნო­რი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც (ფგ) მოძ­ლი­ერ­დე­ბა, იგი გა­მო­ის­ყი­დის სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს სა­ხელ­მწი­ფოს­გან და გლე­ხე­ბი გახ­დე­ბი­ან  100% წი­ლის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი. ამ პრო­ცე­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ქარ­თვე­ლი გლე­ხის არ­სე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა და უახ­ლე­სი ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნა.თქვენ ეს ჩემ­ზე უკეთ იცით რომ, ეს არ არის მოკ­ლე ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სი, ამას წლე­ბი სჭირ­დე­ბა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა კი­დეც,სად არის სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი, რა სა­ჭი­რო­ებს და­მუ­შა­ვე­ბას, შეც­ვლას, მოკ­ლედ რომ ვთქვათ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­შა პრო­ცე­სია,რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, დიდ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას, ამ სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბის შემ­დგომ, თან­და­თა­ნო­ბით უნ­და ავ­წი­ოთ ბა­ჟი იმ­პორ­ტი­რე­ბულ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტზე, იმის­თვის რომ სტი­მუ­ლი მივ­ცეთ ქარ­თველ ფერ­მე­რებს, გლე­ხო­ბას, არა თუ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­ზა­რი არა­მედ ექ­სპორ­ტზეც გა­ი­ტა­ნოს პრო­დუქ­ცია.(ომის შემ­დგო­მი ია­პო­ნი­ის გა­მო­ცი­ლე­ბის მი­ხედ­ვით.)

ერ­თმა ბრძენ­მა კაც­მა თქვა ძველ დრო­ში,“გლე­ხი ღმერ­თია ერი­საო”,ძლი­ე­რი სო­ფე­ლი კი, ძლი­ე­რი ქვეყ­ნის სა­წინ­და­რია.

 

           მად­ლი­ე­რე­ბით

           ირაკ­ლი იბე­რი­ე­ლი          8 ივ­ლი­სი, 2012 წე­ლი.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...