planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/shss71.jpgმცხეთა–მთიანეთის და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ზურაბ ვახტანგიშვილმა, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს” შსს–დან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.ინფორმაციის თანახმად, ვახტანგიშვილმა პოსტიდან წასვლის შესახებ, განცხადება ორი დღის წინ დაწერა. თავად ვახტანგიშვილი “ექსპრესნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ხოლო მის მისაძებში (ნომ: (995 32) 241 87 28) სააგენტოს განუცხადეს, რომ ვახტანგიშვილი იქ აღარ მუშაობს.შსს–ს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობის დატოვებას შოთა ხიზანიშვილი “ექსპრესნიუსთან” უარყოფს. როგორც ხიზანიშვილმა სააგეენტოს განუცცხადა– “არსად არ წასულა”.“ექსპრესნიუსს” შსს–დან ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია რის მიხედვითაც, პირადი განცხადების საფუძველზე პოსტი დატოვა, შსს–ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა და შსს–ს პრესამსახურის უფროსმა, ზურაბ გვენეტაძემ. გვენეტაძესთან ერთად ამ უწყების სამი ოპერატორიც წავიდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts