Samael Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 თავი 1 1. როდესაც შენთან მოვლენ და გეტყვიან სიცრუის სიტყვას, რად ისმენ სიცრუეს შვილო ჩემო. მიმართე შენს ღმერთს წადი მასთან. 2. რას მეტყვი ამაზე? კვლავ შემაქცევ ზურგს თუ პირში შესცინებ სიტყვის მთქმელთ? 3. ნუთუ მათ იციან რა არის სიცრუე? ან შენ თუ იცი რა არის ის. 4. მაშ მისმინე მე, გულისყური მომაბყარ და მე გასწავლი შენ. 5. იცოდე შვილო ჩემო რომ არ არსებობს არავინ ვისაც არ უთქვამს სიცრუე ცხოვრებაში რეთხელ მაინც, ისევე როგორც არ არსებობს არავინ ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უთქვამს სიმართლე. 6. ბევრი იტყუება და ითვლება რომ სიმართლეს ლაპარაკობს და ბევრნი ამბობენ სიმართლეს და სიცრუედ ეთვლებათ. 7. და არსებობენ ისეთებიც რომელთაც ტყუილი არ ეთვლებათ სიტყვის თქმისას რამეთუ სიმართლე არ უწყიან. 8. და რაც ერთისთვის სიმართლეა ის ტყუილია მეორესთვის. 9. მუდმივად სიცრუეზე მიშვებული ენა, ფუტურო გოდოლს აშენებს, ერთი გაუფრთხილებელი სიტყვა და ხუხულასავით ჩამოიქცევა მისი კოშკი და ნანგრევებში მოიყოლებს ტყუილით კედლის მაშენებელს. 10. სიმართლე კი გახსნილია ყველასათვის, მაგრამ უგუნურთ არ შესწევთ უნარი დაინახონ. 11. შენ კი ეძიე სიღრმეები და ნუ გაერთობი სიცრუის თხზვით და ნურც მართალი სიტყვის მოლაყბის სახელს გაითქვამ. დაფარე სიცრუე და სიმართლეს ნუ გაუცხადებ ყველა შემხვედრს. 12. მაშინ იქნები შენ ძლიერი და რთული იქნება შენი ამოცნობა. 13. მაშინ შეძლებ განარჩიო სიცრუის სიტყვა სიმართლის სიტყვისაგან და გაყოფ ტყუილს მართლისაგან. თავი 2 1. ნუ მოიძულებ მათ ვინც არ ფიქრობს და არ აზროვნებს ისე როგორც შენ. მიიღე ის, რამეთუ ჭკვიანია და ძალუძს სხვათა მოსმენაც. მიიღე ის რადგან ჭეშმარიტებას ეძებს, რამეთუ ყველა მძებნელი სხვა ჭეშმარიტებისა ერთურთის ძმაა. 2. დაე მინდობილნი ღმერთზე აიბნენ ხლართებში და ეშინოდეთ ყველაფრის, დაე აშინებდეთ მათ სხვა ჭეშმარიტება და სხვა აზრი, ძალა სიტყვისა. დაე ეძახონ მწვალებლები მათ ყველას ვინც მათთან არ არის ფიქრით თანხმობაში და აზრით ერთობაში. 3. დაე დაწყევლონ და მოკვეთონ მათ სხვა ჭეშმარიტების მძებნელი, დაე დაგწყევლონ შენ, რაში გადარდებს? 4. თავად ისინი ახლართულან და დაიბნნენ აზრთა ლაბირინთებში და ამიტომ ის ვინც არ მერყეობს და არ იხლართება ტყუილ მართალში მათ გზიდან აცდენილად ეჩვენებათ. 5. სწავთ მათ რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო და შთაბერა სული ყველა ცოცხალ არსს. სწამთ მათ რომ ადამიანს, მის საყვარელ ქმნილებას გადასცა მეუფება სხვა ყველა სულიერსა და უსულოზე. 6. მე კი გეტყვი, აი ეს არის სიცრუე სწორედ. არც ექვს დღეში და არც ექვს საუკუნეში არ შექმნილა ეს სამყარო ვინაიდან ის იყო მარადიულად. ეს სიმართლეა. 7. და იყო დრო როდესაც სამყარო არ არსებობდა და მაშინ არ არსებობდა არც დრო. არც ღმერთი არსებობდა და არც მე ვარსებობდი და მოვა დრო როდესაც აღარაფერი იარსებებს აწ არსებული. 8. და დრო ეს მარადიულობაა, მარადიულობიდან მოვიდა სამყარო და მარადიულობაშივე დაინთქმება, იცვლება თავის გზაზე. 9. ნუთუ სხვა რამ შესაძლებელია? რა უფრო ახლოა შენთან მარადიულობა თუ ღმერთი მარადიულობაში გარდამავალი სამყაროდან სამყაროში, დაფიქრდი შვილო ჩემო მარადიულობაშია სამყაროც და ღმერთიც მარადიულობიდან მოვიდა ერთიც და მეორეც და მარადიულობა დანთქავს მათ, ვინაიდან არ არსებობს არაფერი გარდა მარადიულობისა. 10. და ეს იცოდე, არავის დაუყენებია ადამიანი სამყაროს მხედართმთავრად, რამეთუ ცხოველია ის ისეთივე როგორც სხვა დანარჩენი. 11. აიღე ჩვილი და დააგდე მარტო ტყეში ან უდაბნოში, აფთრები გადაირჩენენ თავს იქ ადამიანს კი ეს არ ძალუძს. არავინ მოაწოვებს იქ მას ძუძუს. არც ერთი მხეცი მას საკვებს არ მიუტანს და არც ერთი ფრინველი წყალს არ მიაწვდის. ღმერთი ხომ დაივიწყებს ეს სიმართლეა. 12. აი ასე მოკვდება საკუთარ თავზე თუ არ იზრუნებს. თუ საკუთარი ძალით არ მოიპოვებს თავის საკვებს. ჰო და გამოდის რომ ტყეში ან უდაბნოში ნებისმიერი მხეცი ადამიანზე მაღლა დგას, ან იქნებ შემეკამათები? ვერ შემეკამათები ვინაიდან ეს სიმართლეა. 13. და ბევრს სმენია ღვთის შემწეობაზე, მაგრამ უნახავთ კი ეს შემწეობა მისი ხელიდან? თავი 3 1. ღვთის ძაღლები გაიძახიან ჭეშმარიტების ძეებზე უწმინდურნი არიან ისინიო: იძახიან როგორ ძალგიძთ სატანას სიყვარული? როგორ ეთაყვანებითო წყვდიადს? 2. და კვლავ სიცრუეა ეს !!! არ ეთაყვანები შენ არავის, ნუთუ შენ რომელმაც იცი რომ არსებობს დღე ამით დღეს ეთაყვანები? ან როდესაც იცი რომ არსებობს ღამე, ნუთუ ამით ღამეს სცემ თაყვანს? 3. შენ კი იცოდე სიბრძნით ძლიერო რომ არსებობენ ძალები ნათლისა და ძალები წყვდიადისა, რომელთაც რჩეულნი ეძახიან ღმერთსა და სატანას. მაგრამ არ ეთაყვანებიან არც ერთ მათგანს. არ ეთაყვანო არც შენ. 4. სიძულვილს იმსახურებს ის ვისაც თაყვანისცემა სწყურია და უსუსურია ის ვინც უგუნურთაგან თაყვანისცემას იღებს. ნუთუ კნინდება დიდებულის ღირსება იმით თუ მას თავს არ დაუხრიან? ან თუ ცუდდება მისი სიტყვის ძალა? 5. მისმინე გეტყვიან შენ, როგორ მიიჩნევ მკაფიოდ ბოროტს ღვთის თანასწორად? 6. იცოდე რომ ესეც სიცრუეა !!! ისინი საკუთარ თავს იტყუებენ და თვალებს იბრმავებენ რათა არ შეიცნონ ერთობის სისავსე. 7. მაგრამ თუ შენ არ გსურს რამის შემჩნევა, ეს სულაც არ ნიშანავს იმას რომ ის არ არსებობს. 8. და ბოროტება ღმერთშიც იმდენივეა რამდენიც მის მოწინააღმდეგეში. რამეთუ არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება თავისთავად. არამედ ხარ მხოლოდ შენ და შენი განმსჯელები. 9. და ის რაც შენთვის სიკეთეა სხვის თვალში ბოროტებად ჩანს და რაც შენთვის ავია სხვისი განსჯით მშვიდობისმყოფელია. 10. ყველაზე დიდი სიკეთე მიიტმასნეს ჯვარცმული უფლის მონებმა, ისლამის ბავშვებს კი ბოროტების სავანე განუმზადეს. ეს და პირიქით. 11. და როდესაც შენ სიკეთეს იქმ ერთისთვის, ამით ბოროტებას ატეხ მეორეს. რამეთუ მეორე პირველს ეწინააღმდეგება. ან თუ შენ მიმართავ ბოროტებას ვინმეს მიმართ ყოველთვის გამოჩნდება მეორე ვინც გაიხარებს ამით და სიკეთედ მიგითვლის რამეთუ ისინი მტრები იყვნენ. 12. მხოლოდ ადამიანს ძალუძს განსაჯოს რა არის სიკეთე და რა ბოროტება. მაგრამ რა არის თავად განსჯა? ან ვინ არის ღირსი განსაჯოს? ღმერთი? მაშ ვინღა განსაჯოს ღმერთი ბოროტებისთვის? 13. რამეთუ მერყეობს საფუძვლები სიკეთესა და ბოროტებას შორის, ჭეშმარიტება კი ერთია, არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, არსებობს მხოლოდ შემთხვევა და აუცილებლობა. თავი 4 1. შეიძლება გითხრან მკრეხელობ შენ და სული შენი მარადიულ სატანჯველში მიექანება. 2. იცოდე, რომ ესეც ტყუილია. რა არის სული? ნუთუ ის ღვთის სუნთქვის ნაწილია? ის ერთია და მაცხოვრებელნი ასნი. 3. სული შენი არის ნაწილი შენი შინაგანი სასიცოცხლო ძალებისა. მოკვდები? – მიდის ის. სად? იკითხავ შენ. 4. და სად მიდის სითბო გახურებული ქვიდან როდესაც ის ცივდება? 5. აი იქ მიდის სულიც. და არაფერი ამ ქვეყანაზე არ მოდის არაფრისაგან. ასევე არაფერი მიდის არსად. 6. და ნუ ითხოვ სამოთხის ნეტარებას და ნუ შეგეშინდება ჯოჯოხეთის. რამეთუ რაც სამოთხეა იგივეა ჯოჯოხეთიც. ან რა არის წყევლა და ტანჯვა მარადიული? 7. ცხონება ეს არის მოგონება შენს შესახებ. ასევეა ტანჯვაც მარადიული. ეს იმაზეა დამოკიდებული ვინ და როგორ გაგიხსენებს. 8. და თუ შენ მიიღებ წყვდიადს, მსახურნი ნათლისა დაგწყევლიან და კრულვით გაგიხსენებენ. 9. ხოლო წყვდიადის ერთგულნი სიხარულით მოგიგონებენ და დაგლოცავენ. ასევეა აქაც ნათლის ძეებს დაწყევლიან წყვდიადის მიმღებნი ხოლო ნათლის მსახურნი კი სიხარულით მოიგონებენ. 10. და რაც იქნება სამოთხე ერთისთვის იგივე იქნება ჯოჯოხეთი მეორესათვის, ხოლო აღქმული ჯოჯოხეთი ნათლისაგან ეს წყვდიადის მსახურთა სამოთხეა. 11. აი სხვაობა ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის. 12. მაგრამ ეს ცოდნა რჩეულთათვისაა, უმრავლესობა ხომ განდიდებასა და ცხონებას ელოდება? შენ კი შვილო ჩემო როგორც ვერ მოძებნი სითბოს ქვიდან გასულს ისევე ვერ იპოვი სულს შენსას თუ ახალ სხეულს არ შეიძენ მარადისობას ერწყმის ის. 13. ჰო და გადაწყვიტე თავად რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ხსოვნა თუ დავიწყება. თავი 5 1. გეტყვიან შენ ღმერთზე მინდობილები: შესცოდავ ადამიანო და მხოლოდ ღვთის მოწყალება თუ გიხსნის შენ. 2. იცოდე რომ ესეც მორიგი ტყუილია, რამეთუ რა არის ცოდვა? ვინ დაგიდო შენ ზღვარი? 3. ყველაფერს რასაც შენ იქმ, აკეთებ აუცილებლობის ძალით. ან სურვილი შენი გიბიძგებს ქმნა საქციელი ან კიდევ შიში გაიძულებს ჩაიდინო ყოველივე. 4. ან ამით არღვევ შენს წინაშე დადებულ აკრძალვებს და ეს ჰგავს პირველნაყოფის ჭამას ხიდან შემცნობელისა კეთილისა და ბოროტისა. 5. თავად განსაჯე, დაუსვი კითხვა საკუთარ თავს იქნება კი მკვლელობა ცოდვა ჩადენილი უფლისათვის, ან თუ იქნება საქციელი ცოდვა ცადენილი მისი სახელით? 6. რამეთუ ბევრი მკვლელი, ქურდი და მრუში აღზევებულან ღვთის მიერ უფლის სახელით ჩადენილი ცოდვების გამო და იმან ვინც დადო მცნება არა კაცთ ჰკლა, დახუჭა თვალი როდესაც მისი წინასწარმეტყველნი ხალხს ხოცავდნენ. 7. რას გიპასუხებენ ისინი შენ ამაზედ? რას გეტყვის ღმერთი რომელიც წინ უძღვოდა ისრაელს სხვა ხალხთა გასაჟლეტ ბრძოლაში? 8. იცოდე რომ მხოლოდ სულელური საქციელი იმსახურებს განსჯას. და თუ შენ ჩაიდენ უმეცრულ სისულელეს აი ამას თამამად შეგიძლია დაარქვა ცოდვა. 9. ისინი ბრალს დაგდებენ შენ და გეტყვიან, ცოდვილი ხარ უღმერთოვ და ცოდვა შენი ჩანს ღვთის წინაშე არ არის დაფარული ის. 10. რაზე საუბრობენ ისინი? ჭეშმარიტება ერთია, მისი განმმარტებლები ათასნი და ღმერთიც ერთი ათასთაგანია. 11. და თუ შენ თავად აირჩევ შენს გზას ვინ შეგაჩერებს შენ? და თუ შენ შესძლებ გაიყოლო შენს გზაზე ბევრი თქვენ უკვე ძალა ხართ ერთად. 12. და ვინ შეგაჩერებთ თქვენ? მაშ იყავით ძლიერები მანამდე სანამ არ შეხვდებით მეორე მსგავს ძალას. 13. და გაიმარჯვებს არა ის ვინც სამართლიანია, არამედ ის ვინც ძლიერია. თავი 6 1. სწამთ მათ, რომ ქრისტე მსხვერპლად შეეწირა ყველასათვის და იყო მოძულებული მტერთაგან, რომ მან თავისი სიკვდილითა და აღდგომით აჩვენა ხსნის გზა მრავალთ. 2. თავად განსაჯე, ნუთუ შეიძლება ერთი ადამიანი მოკვდეს ყველასათვის? ნუთუ ღმერთს ჭირდება მართლის სიკვდილი უმართლოთათვის? 3. გინდაც სამგზის წმინდა იყო რას მოიტანს შენი სიკვდილი? მხოლოდ იმას, რომ შენ აღარ იქნები. 4. ვიღაც დაგწყევლის შენ, ვიღაც დაგლოცავს, მაგრამ ამით დახსნილი არავინ იქნება. რამეთუ სანამ ცოცხალი ხარ, მანამდე შეგიძლია რამის ქმნა. მკვდარი ვეღარაფერს იქმ. 5. მკვდარი ხომ მიწაა? და სხეული მისი მიწად მიიქცევა. 6. და გინახავს შენ თუნდაც ერთი მკვდრეთით აღმდგარი? თუ ჯვარცმული აღსდგა ამით მან მხოლოდ ცრუ იმედი მოიტანა. 7. ეხლა კი სულელნი ფიქრობენ: ის მოკვდა და აღსდგა, მეც მოვკვდები და აღვსდგები. უგუნურო! მოკვდები და მარადიულობას შეუერთდები დავიწყებას მიეცემა შენი სახელი. 8. ნუთუ მკვდრები უკეთ არიან ვიდრე ცოცხლები? 9. და ვინ იქმს ამ გზაზე ღვთის მოსაწონს? ვინ შეიყვარებს საკუთარ მტრებს? ვინ დაუშვებს იყოს სხვათა მონა? ვინ ამოირჩევს სიღარიბესა და ტირილს? ის ვინც ამას იქმს მკვდრებთან უფრო ახლოა ვიდრე ცოცხლებთან. 10. მითხარი ნუთუ შენ მიუშვერ მეორე ლოყას თუ ერთში გაგარტყეს? თუ გაანადგურებ თავხედს მთელი შენი ძალით? 11. მითხარი ნუთუ შენ აპატიებ ჩაგვრას შენს მტრებს, თუ მრისხანების ცეცხლს დაანთებ მათ თავებზე? 12. მითხარი იქნები შენ ღატაკი და უპოვარი, თუ ყოველი შესაძლებლობით მოიხვეჭ დიდებასა და პატივს? 13. არ იქნება ჩემი ერთგული ღატაკი და უპოვარი და სულიერი სიღარიბეც კი აკრძალული გვაქვს. თავი 7 1. გზა კვალს აგირევენ ისინი საკუთარი ღვთის საკვირველი სასწაულებით, გეტყვიან რომ აქვს მას ძლა სასწაულმოქმენი და ფლობს ევქარტიულ საიდუმლოს. 2. გეტყვიან, რომ პური და ღვინო მისი მადლია შენდამი, გადაიქცევა პური ხორცად უფლისა და ღვინო სისხლად მისი და მადლს ანიჭებს თანაზიართა და გემოს გამსინჯავთ. 3. და ამ ტყუილსაც დაიჯერებ შენ ! ნუთუ გარეული ველური ხარ რომ ხორცი გლიჯო და სისხლის წყურვილი გახრჩობდეს? 4. აიღე საჩუქარი და გაუსინჯე გემო დალოცვილს ღვთისაგან. აიღე საჩუქარი და სხვებიც დალოცე წყვდიადის სახელით. დახუჭე თვალები და ეზიარე პურსა და ღვინოს. გაარჩევ შენ ერთს მეორისაგან? აქვს მათ ღვინოს შარბათის გემო? ან ჩემი პური ყარს ნეხვის სუნად? 5. ნუთუ ამის შემდეგ შენ შეგიძლია მათი გზით სვლა? ნუთუ ეს იქნება შენი გზა? ნუთუ შეძლებ შენ უწინდელი თვალებით შეხედო ღვთის სახეს? ნუთუ არ იქნება აწ შენი ლოცვები ცარიელი? ნუთუ არ დაეჭვდი შენ მასში? 6. და თუ შენ დაეჭვდი, ესე იგი შენ დადექი ჩემს გზაზე, და ეს გზა – გზა ჭეშმარიტებისაა, არ გაქვს შენ შეზღუდვები ამ გზაზე. 7. შენ შეგიძლია იარო მათ ტაძრებში და თავი ისე დაიჭირო რომ ვერ განგასხვავონ მათგან. 8. რამეთუ თუ შენ შეიმოსები ან თავს დაიბურავ ეს გარეგნულადაა, შინაგანი ბუნება ხომ შინაგანშია და დაფარულია? 9. მაგრამ არ შეგეშინდეს მისი ერთგულების და ნურც საკუთარ სხეულს მონათლავ მისი სახელით, რამეთუ არ გადაიქცე შინაგანადაც მონად. 10. არ დაიმცირო თავი შენი მუხლის მოყრით მათ წინაშე და შენს პირს არ მისცე ნება წაბილწოს მონურმა სიტყვებმა, არ შეიბილწო ხელები და ტანი შენი მათი წყლით, მათი ზეთით, მათი პურითა და ღვინით. ეს ყველაფერი მათია და დაე მათვე მიიღონ. 11. არ ადიდო მათი ღმერთი, არ წარმოთქვა მათი ლოცვები და ქადაგებანი, არ მიაგო პატივი მის მღვდლებს, არ ემთხვიო მათ ხელზე და თავი არ დაუკრა. რითი არიან ისინი შენზე უკეთესები ასე რომ მოებყრო? 12. და თუ მოგადგებიან შენ და სიკვდილით დაგემუქრებიან, გაიძულებენ და გეტყვიან დაიჩოქე და დაამტკიცე შენი ერთგულება ღვთისადმი. 13. მაშ დაუჩოქე მას, ამით ვერაფერს მიიღებს, სიცოცხლე შენი ნებისმიერ რწმენაზე მეტია. მას გაფრთხილება ჭირდება, რწმენა კი ცარიელია. თავი 8 1. შენ მკითხავ მე, როგორია მაშ სამყარო თუ ის ღმერთს არ შეუქმნია? და არ არის სამყაროში არც სიკეთე, არც ბოროტება, არც ცოდვა და არც სამართლიანობა? 2. და შემეკითხები, როგორ ვიცხოვრო მასში და რომელ კანონებს დავემორჩილო? 3. მისმინე შვილო, მისმინე და ჩაუღრმავდი, რამეთუ მრავალნი დადგნენ ამ გზაზე დაე იყოს ეს შენი გზაც. 4. არ არსებობს ამ სამყაროში ღვთის კანონები შენთვის, რამეთუ არ არის ეს სამყარო მისი, რასაც თავადაც ამბობს. და არც ადამიანისაა ეს სამყარო, ვინ არიან ისინი კანონები რომ დაგიდგინონ? 5. მაგრამ თავად ცხოვრობ აქ, ჰო და მისდიე საკუთარ კანონებს. სხვა ყველა დაბნეულობაში და გაურკვევლობაშია სანამ არ დაადგებიან ჭეშმარიტების გზას. 6. მოიშორე შენგან ძალაუფლების მქონენი და ღვთისაგან განდიდებული, სურვილი შენი აი ძალაუფლება რომელსაც ღირს რომ დაემორჩილო. შიში კი სუსტებს, აი შენი კანონები. 7. სხვის დადგენილ მცნებასა და დაწერილ კანონს თუ მისდევ ვერასოდეს შეიცნობ ჭეშმარიტებას. რამეთუ ღმერთის ხელი ადევთ მათ მას კი არ სურს დაუშვას ადამიანი თავის საგანძურთან. 8. და თუ პირდაპირი და მტკიცე ხარ მოწყურებული ცოდნას მაშინ შენი ძალით ააღებინებ მას ხელს საგანძურიდან რომელსაც დაადო მტევანი და ჯიუტად უბყრია რათა სხვაც არ ეზიაროს და არ გახდეს მარადიული. წინააღმდეგ შემთხვევაში სული იქნები ჩრდილი მისი სახიერების სუსტი ანარეკლი. 9. გეტყვიან შენ. რწმენა შენი სუსტია, მაშ იცოდე შვილო, ცოდნას ნაზიარებს რწმენა აღარ ჭირდება, რამეთუ სხვას თუ სწამს შენ იცი. ხოლო რწმენით მავალს ცოდნა არ არგია. ამიტომაც ვეძახი მე მათ ბრმა ცხვრებს. 10. მზად ხარ გამოეთხოვო ცოდნას რწმენის გამო? მზად ხარ ბრმად ერწმუნო ყველას ყველაფერში? 11. იცოდე, დადგება დღე როდესაც ის გადასცემს თავის მტრებს თავის მხედრობას და ბედნიერი იქნება იმ დღეს ის ვინც გმირულად დაეცემა ბრძოლის ველზე. 12. რამეთუ მრავალს მოუწევს სიკვდილი ტანჯვით ღვთის სახელის გამო, უიმედობაში მისგან მიტოვებულთ. 13. მაშ ნუ იქნები მათ შორის რამეთუ შენთვის რჩეულის გზაა მომზადებული. თავი 9 1. მიიღე ჭეშმარიტებად რომ მარადიულია სამყარო და მის ცენტრს არ წარმოადგენს არც ღმერთი და არც სატანა, არამედ ძალა, რომელსაც მოძრაობაში მოყავს ის და სიცოცხლე ეს მარადიული მოძრაობაა. 2. ძალაა ცენტრში და ის ამოძრავებს ყველაფერს, მაგრამ ამას მხოლოდ ჭეშმარიტების გზით მავალი შეიცნობს. 3. ღმერთი და სატანა ამ ძალის ნაწილები არიან, იქ სადაც სძინავთ ყველას მარადისობაში და დრო ანგრევს სურათებს, იქ სადაც მარადისობაში განისვენებენ სულები იქ არის ღმერთიც. 4. იქ კი სადაც ყველაფერი ბრუნავს და ფეთქდება, სადაც არ არის მოსვენება, სადაც მოძრაობაა იქ სატანაა. 5. და არ არსებობს არც სიმშვიდე სრულყოფილი და არც ქაოსი განუზომელი. და სამყარო ცოცხლობს მანამ სანამ სიმშვიდე ებრძვის ქაოსს და ქაოსი უპირისპირდება სიმშვიდეს. 6. თუ გაიმარჯვებს ქაოსი აფეთქდება მზე და დაიწვება დედამიწა და საწყისნი მისნი და განადგურდება ყოველი ცოცხალი, მაგრამ ახალი სიცოცხლე გამოვა ამ ცეცხლიდან. 7. ხოლო თუ გაიმარჯვებს მშვიდობა დაიღუპებიან ყველანი და უმოქმედო მარადიულობაში გადავლენ მდგომარეობაში საიდანაც აღარ აღმოცენდება ახალი ხორციელი სიცოცხლე. 8. უბადრუკები ცხოვრობენ და ემორჩილებიან ძალას. ბრძენნი კი აღწევენ, შეიცნობენ მას და მართავენ მას. და იღებენ იქიდან სიბრძნეს თავისას. 9. ძლიერები შემეცნების მქონეს ბრძენს უწოდებენ, ღვთის მსახურნი კი წყევლას უგზავნიან მას, რამეთუ სჩადიან ბრძენნი საქმეებს რაც მათ არ ძალუძთ. რამეთუ არ შეიძლება ძალის მფლობელი ღვთის სხეულში დაიმორჩილებს მას. 10. როგორც არ შეიძლება ძალის მფლობელმა მიიღოს ღმერთი, ნუთუ საკუთარი თავის წინააღმდეგ დაიყოფი? გადაიქცევი საკუთარი ძალის უბადრუკ მსახურად? 11. ნუთუ ერთხელ ცეცხლის გამჩაღებელი საკუთარი ხელებით დაივიწყებ ღამეს? როგორც მფლობელი ცეცხლისა? მხოლოდ სულელი რომელმაც მიაღწია ახალს კვლავ უბრუნდება ძველს. 12. ის რაც კურთხეულია საუკუნეებით კარგია მანამ სანამ არ გამოჩნდება შემცვლელი, სანამ გეხმარებიან ისინი შენ და არ გეკიდებიან მტრად. 13. მაშ ნუ იქნები უგუნური პირუტყვი და ილტვოდე სიახლისაკენ, რამეთუ ვალდებული ვარ წაგიყვანო შენ ჩემთან და არა ტალახში მღოღავი გიხილო. თავი 10 1. დაივიწყე ყველა ტყუილი, დაივიწყე რასაც გიქადაგებენ კანონთა სახით, რასაც გასწავლიდნენ შენ სიცრუის მთხვზველები ღვთის სახელით. 2. ნუთუ შენ გწამს, რომ შესაძლებელია აპატიო მტერს ან შეიყვარო იგი? სირცხვილია ეს და გონივრულია, რომ ღირსებას არ იმსახურებს ამის მოქმედი. 3. მტრებისა და მჩაგვრელების პატიება მშიშრების საქმეა, შენ ვერაფერს მიაღწევ მათი მიტევებით. ისინი ხომ ირწმუნებიან საკუთარ დაუსჯელობას? 4. და კვლავ შეგამთხვევენ შენ წყენას, ან კიდევ ვიღაც სხვას, დასაჯე ის, დასაჯე საკუთარი ბრალის შესაბამისად და მას აღარ ექნება სურვილი კვლავ გაწყენინოს და აღარც სხვებს შეამთხვევს წყენას. 5. არ არის მიტევება, არ არის დავიწყება, ვინაიდან ვინც ერთხელ ჩაიდენს მჩაგვრელობას ის ათასჯერ იგივეს გაიმეორებს და ადრეც ჩაუდენია. 6. მოიშორე შენგან მოწყალება, ვინაიდან არ უნდა იყო მოწყალე უღირსთა მიმართ, სულელია ის ვინც კვებავს მისთვის ხელში შემყურეს. 7. აგერ ღატაკი ზის ტაძრის შესასვლელთან, ღვთის სახელით მოწყალებას ითხოვს ის, შეწყნარებას მოელის ის. 8. არ მისცე მას ფული, ვინაიდან იყიდის ღვინოს დათვრება და დაგცინებს, არ მისცე მას პური ვინაიდან შეჭამს პურს და ხვალ ისევ ტაძრის კარებთან დაჯება სამათხოვროდ. 9. თუ მისი დახმარება გსურს ასწავლე მას ხელობა, ან ურჩიე ვაჭრობა დაიწყოს, სარჩოს თვისას თავად მოიპოვებს. 10. რამეთუ ის არ ითხოვს სიღატაკის გამო, არც შიმშილისა და წყურვილის გამო არ ითხოვს არამედ ითხოვს, იმიტომ რომ ასე მიეჩვია და გასდის და წყალობით კი არ სარგებლობს ის არამედ სულელთა სისულელით. 11. ყველა უღირსი გაყარე შენგან, ყველა გაყარე ვინც შენგან წყალობას ელის, მხოლოდ ის ვინც მოგწონს შენ, შეგიძლია გყავდეს გვერდით და ხელო ჩაკიდო. 12. მაგრამ არ მისცე მასაც საშუალება შენზედ იყოს დამოკიდებული. 13. და გერჩივნოს იყვე მარტო ვიდრე უღირსებით გარშემორტყმული. თავი 11 1. და სიკვდილს ნუ ელოდები, მოიპოვე სიმდიდრე და დიდება, რამეთუ რად გინდა ქონება თუ კი აღარ იქნები? სჯობს მდიდარი მოკვდე ვიდრე ღატაკი მშიერი მუცლით. სიკვდილით კი უცილობლად მოკვდები. 2. მოიშორე აკრძალვები და მცნებათა შესრულება დაუტოვე აცკეტებს, რატომ უნდა შეიზღუდო და დაიტანჯო როდესაც შეგიძლია იმხიარულო და სურვილთა ასრულებით სიამოვნება მიიღო? 3. თავშეკავება ხომ უღირსთა საქმეა. არ აქვთ მათ არც ჭკუა და არც ძალა რომ მიაღწიონ სიმდიდრის მოხვეჭას და საკუთარი სურვილების აღსრულებით ტკბობას. ჰო და საკუთარ თავს იწყნარებენ ამბობენ: დავიტანჯები ახლა, შვებას ვპოვებ მომავალში. ვერაფერს ვერ მოიპოვებენ ისინი ვერც მომავალში, ნუ დაუჯერებ მათ. 4. არ მისცე უფლება საკუთარ გრძნობებს გმართონ შენ, რამეთუ საკუთარი გრძნობების ამყოლი ბრმად და ყრუდ გადაიქცევა, სულელად გადაიქცევა ის. 5. და გადაუხვევს ის ჭეშმარიტების გზიდან და აიბნევა უმეცრების ბილიკებზე, ხოლო მიზანს კი ვერ მიუახლოვდება. 6. და იმედისაც გეშინოდეს, უსარგებლოა ის, სიცრუითა და ფანტაზიისადმი რწმენით არის გაჯერებული. ბევრი დაუტყვევებია მას და ბევრის მოლოდინი გაუცუდებია. 7. ხოლო იმედი მათ ემსახურება ვინც საკუთარი გრძნობები ჭკუას დაუმორჩილა, რწმენა კი ცოდნას, სიყვარული საკუთარ სიამოვნებას. მაშინ იმედიც ცოდნის მორჩილია და არა უსარგებლო რწმენის დანამატი უსარგებლო იმედოვნება. 8. რამეთუ მხოლოდ ერთი რწმენაა ღირსეული – რწმენა საკუთარი თავისა და ძალებისა და ერთი სიყვარულია ღორსეული – სიყვარული საკუთარი თავისა. 9. დანარჩენი ყველაფრის რწმენა უსარგებლოა, დანარჩენი ყველაფრის სიყვარული კი ცარიელი. რამეთუ თუ რაიმეს იწამებ შენ საკუთარი თავის რწმენის გარეშე, შენი რწმენის მონად შეიქმნები და დაეცემი. 10. და ვერც ვერავის შეყვარებას ვერ შეძლებ თუ კი საკუთარი თავი არ გიყვარს. ან ცრუ იქნება შენი სიყვარული ან კიდევ სიყვარული მონად გაქცევს. 11. და შეიქმნება შენთვის რწმენა როგორც ბორკილი, იმედი როგორც დასაბმელი ჯაჭვი ხოლო სიყვარული მახრჩობელა ყელსაბამად მონის კისერზე, მხოლოდ სიბრძნე თუ დაგეხმარება დაყარო ეს ხუნდები. 12. ხოლო სიბრძნე ცნობისმოყვარეობით იკვებება და ცოდნის მიღების წყურვილით, იკვებება მოხერხებულობით, მაშ დაუტოვე უბრალოვება ღვთის მონებს, შენ კი ბრძენი და მოხერხებული იყავი. 13. და შენ შეიყვარებ საკუთარ თავს, და შენ გექნება საკუთარი ძალების რწმენა და იმედიც ამ ძალებისა, შეიარაღდი ცოდნითა და სიბრძნით რათა ძლიერი იყო ჭეშმარიტების გზაზე და ვინ გამოგიწვევს მაშინ ბრძოლაში? თავი 12 1. შეიძლება გითხრან შენ ღვთის მონებმა: სიცრუეა ეს!!! მოგატყუა შენ დაწყევლილმა!!! გაცდუნა და გადაგიყვანა სასუფევლამდე მიმყვანი გზიდან, შეუდექი ეშმაკის გზას და სული დაიღუპე!!! 2. შეძლებ რომ უპასუხო მათ? შეიცანი კი შენ რა არის ნამდვილი სიცრუე? 3. სიცრუე იარაღია ძლიერებისა და ფარი სუსტებისა და სიცრუე საშიშია მხოლოდ მათთვის ვისაც არ შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ტყუილ მართალი. 4. და არ დაუშვა მოგატყუონ შენ ვინაიდან რწმენა ბრმაა. ნუ იქნები გადამეტებულად მიმნდობი, არამედ გჯეროდეს მხოლოდ იმის რაც თავადვე შეიცანი. 5. რამეთუ ყველა ის ვინც ცრუობს შენს წინაშე ცდილობს ძალაუფლება მოიპოვოს შენზე. ისინი ბევრს დაიმონებენ სიცრუით და თუ მათ რიცხვში აღმოჩნდი დამცირდები. 6. და ჩემს შესახებ შენ არ გეცოდინება სიმართლე, ვერ გაიგებ გატყუებ თუ სიმართლეს გეუბნები, მათგან არეული გონებით ვეღარ შეიცნობ ამას. 7. არიან ესენიც ღვთის მონები? გონებით შეამოწმე მათი სიტყვები დაე განსჯამ შენმა შეაფასოს მათი საქმის მართებულობა. 8. და თავადვე შეიცნობ რა არის სიმართლე, თავადვე მიხვდები რა არის სიცრუე. და განასხვავებ ერთს მეორისაგან. 9. და ნუ იქნები გადამეტებულად მართალი ცნობის გამცემი, ნუ მისცემ იარაღს შენს მტრებს ხელში, არ ქნა ეს ვინაიდან სისულელეა და არ ქნა ეს დიდების მოხვეჭის მიზნითაც, ვისაც არ ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა ნუ მისცემ ჭეშმარიტების მახვილს დროზე ადრე, ვინაიდან დადგება დრო როდესაც ისინიც მოვლენ ჩემთან და ჭეშმარიტებას შეიცნობენ. 10. რამეთუ ვინც დღეს შენი მეგობარია, ხვალ შეიძლება შენი მტრების რიცხვში ჩაეწეროს. ნუ გაუმხელ მათ მაგიის საიდუმლოვებებს, მიეცი მხოლოდ ზოგადი რომლის გამოყენებასაც ვერ შეძლებენ, მაშ აღარ გააძლიერო ისინი შენსავე წინააღმდეგ ჭეშმარიტების მიცემით. 11. ბრძენი ყოველთვის ნახავს გამორჩენას ტყუილისაგანაც და სიმართლისაგანაც და ორივეს თავის სამსახურში ჩააყენებს. 12. მაშ იყავი ბრძენი და სრულყავი საკუთარი თავი, ჭეშმარიტებისაკენ მავალ გზაზე. და არ გაჩერდე შენს გზაზე. 13. რამეთუ არა აქვს საზღვრები შემეცნებას და არც სრულყოფილებას აქვს საზღვრები, მარად სრულყავი საკუთარი თავი არ გაჩერდე. თავი 13 1. და ბევრნი იყვნენ ისინი. მრავალი იყო ისეთი ვინც ზურგი აქცია ღმერთს და დადგა ჭეშმარიტების რჩეულთა გზაზე. მრავალმა აირჩია ჭეშმარიტების სამსახური და განაგდო ღვთაებრივი სიცრუე, სისულელე უღირსთა მიერ თავსმოხვეული. 2. და დაკარგა ეკლესიამ ისინი უკუნითი უკუნისამდე და არ შეეძლოთ მას შემდეგ ჰქონოდათ მათზე ძალაუფლება ღვთის ერთგულ ძაღლებს, რამეთუ აირჩიეს მათ გზა რჩეულთა. 3. რამეთუ გადაწყვიტეს მათ მსახურებოდნენ არა რვთიურ ან ადამიანურ ძალაუფლებას არამედ ჭეშმარიტებას. 4. ზურგი აქციეს მათ მრავალმა ისევე როგორც შენც შეგაქცევენ ზურგს მრავალი. რამეთუ მათი დრო ახლოა უმეცრებით განადგურებისა. 5. და ძლიერთა მოწყალება მათთვის ჭეშმარიტებაზე მეტად ფასობს. 6. მათ ხომ ღვთის მიმართ შიში აკანკალებთ და ანადგურებთ? და გარბიან ისინი ჭეშმარიტების გზიდან, ძაღლები მყეფარენი გარბუან უგზო უკვლოდ, ღმერთთან გარბიან დასარუპავად. 7. მის მოწყალებაზე იმედოვნებენ. მას უყვარს სუსტები მას უყვარს უბადრუკები იძახიან, მძიმეა მათთვის დაწყევლილთა ხუნდების ტარება. 8. რჩებიან მხოლოდ ჭეშმარიტების ერთგულნი, ისინი ვინც მტკიცედ დგანან ამ გზაზე, არ ეშინიათ არც წყვდიადისა და არც ნათლის, არც სიცრუის, არც სიმართლის, არც სიტყვის, არც გაურკვევლობის. 9. რჩებიან ისეთნი ვინც მოიწყვიტა ჯვარი კისრიდან, სიტყვა ბაგიდან, რჩებიან ისეთნი რომლებშიც სახელი სატანა არ იწვევს ძრწოლას. 10. და მიდიან ისინი მთავარის გზით და ემსახურებიან ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტების სიტყვის მიტანით მათთან ვისაც ძალუძს მიიღოს იგი. 11. და არ ახვევენ ისინი სიტყვას ძალმომრეობით უცხოთა თავზე, რამეთუ მხოლოდ ის ვინც ნებაყოფლობით დადგა ჭეშმარიტების გზაზე ირწმუნდა რა საკუთარი გონების, მხოლოდ ის შესძლებს ჩასწვდეს ბოლომდე ჭეშმარიტების სიტყვას და გააღოს ყველა კარი დახშული მის გზაზე ღვთის მიერ. 12. რამეთუ არც ძალით, არც რწმენით და არც სიცრუით არ ხერხდება ჭეშმარიტების გზაზე მოქცევა. 13. დაე იყოს დალოცვილი წყვდიადის სახელით ყველა მიმღები ჭეშმარიტებისა, სატანის სახელით, უკუნითი უკუნისამდე ამინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted July 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2012 ძმა პერდურაბოს აქვს ანალოგიური სათაურის ტექსტი და ფრიად მხიარული ჩემმა მზემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marcus Posted July 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2012 urfinjus ძმა პერდურაბოს აქვს ანალოგიური სათაურის ტექსტი და ფრიად მხიარული ჩემმა მზემ. ტამპლერი გრაფების სერ ჟოფრუა დე ბიენისა და სერ გუგოს შორის გამართული დიალოგის ვარიაციაა, არ მესმის ამ ტექსტებს ასე მტკივნეულად რატომ განიცდის ხალხი, შუა საუკუნეების ნაჯღაბნებზე დღეს სერიოზულად როგორ შეიძლება საუბარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.