lasha_alo Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 http://info9.ge/?l=G&m=1000&id=96721 წლის ბიჭი გულით აუცილებელია ზუსტი პასუხი.რატომ არავინ არ მიხედა 21 წლის მიხეილ ბაზაზიანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. იგი სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდიდა. ოფიციალური ვერსიით, რომელიც ოჯახს მიაწოდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმარი გლდანში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბაზაზიანებს განუცხადეს, რომ მიხეილის გარდაცვალების მიზეზი გულის დაავადება იყო, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ პატიმარი ჯანმრთელობას არასოდეს უჩიოდა. ბაზაზიანები ეჭვობენ, რომ მიხეილი მოკლეს და ამის დასასაბუთებლად რამდენიმე საეჭვო დეტალს ასახელებენ. ოჯახს პრეტენზია აქვს იმის გამოც, რომ მიცვალებული მათ დაუკითხავად გაკვეთეს. ბაზაზიანებს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება არ აქვთ, სასჯელაღსრულების უწყებიდან კი ექსპერტიზის დასვნის მიცემას მათ დაახლოებით ორი თვის შემდეგ დაჰპირდნენ. მიხეილ ბაზაზიანს, მისჯილი სამი წლიდან ნახევარი უკვე მოხდილი ჰქონდა. ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისულ „ინფო 9“-ის გადამღებ ჯგუფს განუცხადეს, რომ უქმე დღეების გამო, დაწესებულებაში ამ საკითხზე კომენტარის მიმცემი კომპეტენტური პირი არ იმყოფებოდა და პრესსამსახურში გადაგვამისამართეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.