planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-gori-sazogadoeba-2.jpgთბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ აქციის ჩატარებისთვის გორის გამგეობის მიერ შეთავაზებულ ადგილზე უარს ამბობს. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ აქციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით გორის გამგეობას ალტერნატიული წინადადებით მიმართა.<span style="font-size: 10pt;" />„ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პირველ წინადადებაზე ყოველთვის უარს გვეუბნება, ამავე დროს, როცა მეორე შეთავაზება გაქვს ხოლმე, ნებართვას ვიღებთ. ჩვენ ამ შემთხვევაშიც შევთავაზეთ გორის გამგეობას აქციის ჩატარებისთვის ალტერნატიული ადგილი და ველოდებით მათ პასუხს, თუმცა რა ადგილზეა საუბარი, ეს გამოცხადდება როგორც კი პასუხს მივიღებთ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts