planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/euto-300x250.jpgრეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით “საქართველოში არსებული მდგომარეობა” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 9 ივლისს დაამტკიცებს.რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორიც არის პოლონეთის წარმომადგენელი მიხეილ შცერბა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2007 წლის რეზოლუციის შესრულების აუცილებლობაზე.“საქართველოში ეუთოს ყოფილი მისიის ვალდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობა კონფლიქტების და დაძაბულობის დარეგულირებისთვის საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან და ქვეყნის ტერიტორიაზე. ხაზს ვუსვამთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ საზღვრებში. შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობით, როგორც საქართველოში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) და ასევე მათი უფლების არაღიარებით, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს. მივესალმებით საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ დემოკრატიზაციას, მათ შორის 2010 წლის 30 მაისს გამართულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც ძირითადად საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. მივესალმებით საკონსტიტუციო რეფორმას და არჩევნების რეფორმირების პროცესს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გულისმობს და მიმართულია 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარეებს მოუწოდა, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები დასრულად შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა.“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და პარლამენტს, ასევე აფხაზეთისა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) დე-ფაქტო მთავრობებს, დაუშვან ევროკავშირის დამკვირვებლები წინააღმდეგობის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო), როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს. მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საქართველოსა და აფხაზეთის (საქართველო) და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) საზოგადოების თანდათან დაახლოება. მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, აღადგინონ ეუთოს მისია საქართველოში, როგორც ნდობის გაძლიერების ერთ-ერთი მექანიზმი. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ორგანიზებული იყოს ეუთოს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესაბამისად”, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts