planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ushangi-238x300.jpgსამბისტი უშანგი კუზანაშვილი, რომელიც მსოფლიოს ერთგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია, ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. სპორტსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დევნა, რაც ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში, 2 ივლისს გასულ სიუჟეტში და კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის 26 ივნისისა და პროკურატურის 29 ივნისის შესაბამისი განცხადებებში აისახა, ფონდ “ქართუს” მიერ მისთვის ჩარიცხული პრემიალური თანხა გახდა. უშანგი კუზანაშვილის განცვხადებით, 19 მაისს, საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ, მოსკოვში იასპარეზა სამბოს ევროპის ჩემპიონატზე და მეხუთედ გახდა ჩემპიონი. საქართველოში დაბრუნებულმა დახმარებისთვის პირადად მიმართა ფონდ “ქართუს”. თხოვნის საფუძველზე, ფონდმა 28 მაისს, გაფიორმებული ხელშეკრულების ნიადაგზე საქველმოქმედო პრემიის სახით პირად ანგარიშზე ჩაურიცხა 10 000 დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში.“ამ ხელშეკრულების თანახმად, ეს თანხა გაიცა “სპორტული საქმიანობისა და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად”. რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, მოცემული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, რადგან ფონდი “ქართუს” მხრიდან ეს თანხა ჩემთვის წლების მანძილზე გაწეული ერთ-ერთი მორიგი დახმარება იყო და არა – პირველი შემთხვევა. ფონდი ქართუ 2007 წლიდან ყოველთვიურად მირიცხავს 1500 ლარს და ასეთ დახმარებას საზოგადოების არაერთი დამსახურებული წევრი იღებს იმავე ფონდიდანმრავალი წლის განმავლობაში”- აცხადებს კუზანაშვილი. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts