planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/axali-memarjveneebis-axali-logo2-300x198.jpgროგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, „პარტია “ახალი მემარჯვენები” ახალ კამპანიას “არა მონოპოლიებს” იწყებს.““ახალი მემარჯვენეები” არ ვებრძვით ბიზნესს. ჩვენ ვებრძვით მონოპოლიას ბიზნესში და ფარულ გარიგებებს ხელისუფლებასა და მონოპოლისტ კომპანიებს შორის, რომლის მიზანსაც თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახის ბიუჯეტსა და ჯიბეში ხელის ჩაყოფით, ზემოგების მიღება წარმოადგენს. მონოპოლისტური მდგომარეობის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლება საქართველოს ფარმაცევტული ბაზარია. მედიკამენტების ფასი, ეს ის ერთ–ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა, რომელიც თანაბრად მტკივნეული და პრობლემურია მოსახლეობისთვის როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. იმის მიუხედავად, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების 70 მწარმოებელი, ათეულობით იმპორტიორი კომპანია და 2 400 აფთიაქია, დღეს წამლებზე ფასებს მაინც 2 მონოპოლისტი კომპანია ახორციელებს. დღეს ხელისუფლება, მათ შორის არც ახალი პრემიერი და ახალი მთავრობა, არ საუბრობს და გაურბის ამ თემებს, რადგან ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ფასების და მოგების მაღალი მარჟების დაწესება უშუალოდ მათი და მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებში შედის. “ახალი მემარჯვენეები” მივმართავთ ხელისუფლებას და ვაყენებთ რამდენიმე წინადადებას: რეალურად ამოქმედდეს ანტიმონოპოლიური რეგულაცია ფარმაცევტული კომპანიებისათვის; მკვეთრად გაიმიჯნოს ფარმაცევტული საქმიანობა ისეთი სფეროებისგან, როგორებიცაა სადაზღვევო საქმიანობა და ჰოსპიტალური სფერო. მედიკამენტების იმპორტიორ, მწარმოებელ და რეალიზატორ კომპანიებს უნდა აეკრძალოთ სადაზღვევო კომპანიების და საავადმყოფოების ფლობა”, – განაცხადა კალანდაძემ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts