planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 პარასკევს, გვიან საღამოს, სოციალურ ქსელ Facebook-ში, გავრცელდა ინფორმაცია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ არეულობასა და დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე. სოციალურ ქსელზე დარყდნობით, ეს ინფორმაცია, რამდენიმე მედიასაშუალებითაც გადაიცა. სახალხო დამცველის აპარატმა, გამთენიისას, დაახლოებით 02:00 საათზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელები იმყოფებოდნენ გლდანის#8 დაწესებულებაში. დაწესებულებაში ”მასობრივი არეულობისა ან რაიმე ინციდენტის ნიშნები” არ გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირს ”თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ყოველივე ამან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თავისუფლებაღკვეთილ პირებს და ასევე მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს”. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts