planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 დილიდან ლიბიის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები გაიხსნა. მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობა ბოლო 50 წლის მანძილზე პირველად მონაწილეობს თავისუფალ არჩევნებში.ნაციონალური ასამბლეა, რომელიც ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება, დანიშნავს პრემიერ-მინისტრს და ჩამოაყალიბებს საკოორდინაციო საბჭოს. საკოორდინაციო საბჭოს კი, თავის მხრივ, მოუწევს ლიბიის ახალი კონსტიტუციის მომზადება.ლიბიის პარლამენტში 200 სადეპუტატო ადგილია. აქედან 80 მანდატი პარტიათა შორის განაწილდება, ხოლო დანარჩენი 120 მანდატისთვის დამოუკიდებელი კანდიდატები იბრძოლებენ.BBC-ის მონაცემებით, 2639 პირი ცდილობს ქვეყნის 69 ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატის ადგილის მოპოვებას; 100-ზე მეტი პოლიტიკური გაერთიანება კი პარტიებისთვის განკუთვნილი 80 ადგილისთვის იბრძვის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts