Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: ბესესკუს იმპიჩმენტი გამოუცხადეს


Recommended Posts

##image#9854#0#რუ­მი­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტ ტრა­ი­ან ბე­სეს­კუს იმ­პიჩ­მენტს მხა­რი და­უ­ჭი­რა. ამ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას 432-დან 258-მა დე­პუ­ტატ­მა მის­ცა ხმა.

იმ­პიჩ­მენ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ პონ­ტა და მი­სი მე­მარ­ცხე­ნე სო­ცი­ა­ლურ-ლი­ბე­რა­ლუ­რი კავ­ში­რი გახ­დნენ. მათ ბე­სეს­კუ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რაც „დიქ­ტა­ტო­რულ ქმე­დე­ბებ­ში“ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ბე­სეს­კუ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის მკაც­რი ეკო­ნო­მი­ის მომ­ხრეა, რა­საც მი­სი ოპო­ნენ­ტე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას პი­რა­დად ბე­სეს­კუს აკის­რე­ბენ.

მარ­თა­ლია, ქვეყ­ნის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ პრე­ზი­დენტს კოს­ტი­ტუ­ცია არ და­ურ­ღვე­ვია. თუმ­ცა, ამ ორ­გა­ნოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას მხო­ლოდ სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი აქვს.

ბე­სეს­კუს პრე­ზი­დენ­ტო­ბის სა­კით­ხი რე­ფე­რენ­დუმ­ზე უნ­და გა­დაწ­ყდეს, რო­მე­ლიც 29 ივ­ლი­სამ­დე უდა გა­ი­მარ­თოს. პარ­ლა­მენ­ტმა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა გა­ა­მარ­ტი­ვა – მი­სი გა­და­ყე­ნე­ბის­თვის ამი­ე­რი­დან არა რე­გის­ტრი­რე­ბულ, არა­მედ გა­მოც­ხა­დე­ბულ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

ბე­სეს­კუს გა­და­ყე­ნე­ბის სა­კით­ხი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას 2004 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რე­ფე­რენ­დუმ­ზე ჯერ კი­დევ 2007 წელს გა­ი­ტა­ნეს. მა­შინ ამომ­რჩევ­ლებ­მა პოს­ტზე მის დარ­ჩე­ნას და­უ­ჭი­რეს მხა­რი. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად ბე­სეს­კუს პო­ზი­ცი­ე­ბი უფ­რო სუს­ტია, რაც მკაც­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო ეკო­ნო­მი­ის არა­პო­პუ­ლა­რულ­მა ზო­მებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

შეშ­ფო­თე­ბა რუ­მი­ნეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გა­მო გა­მოთ­ქვეს ევ­რო­კავ­შირ­მა, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა. მათ იმე­დი გა­მოთ­ქე­ვეს, რომ რო­მი­ნე­თი კვლა­ვაც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იდე­ა­ლე­ბის ერ­თგუ­ლი დარ­ჩე­ბა. ევ­რო­კო­მი­სი­ამ შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სი­ტი­ტუ­ტე­ბის, კერ­ძოდ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბის გა­მო.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...