Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: სასამართლომ ბურჯი და მენეჯმენტ სერვისი უკანონო შემოწირულობებისთვის დააჯარიმა


Recommended Posts

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დღეს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის(კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის) სარ­ჩე­ლე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და კომ­პა­ნი­ე­ბი ბურ­ჯი და მე­ნეჯ­მენტს სერ­ვი­სი და­ა­ჯა­რი­მა.

შპს ბურჯს ჯა­რი­მის სა­ხით 8 მი­ლი­ონ 644 ათას 640 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა, კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სათ­ვის უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მტკი­ცე­ბით, კომ­პა­ნი­ამ მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას გა­დას­ცა.

ბურ­ჯის ად­ვო­კა­ტის მე­რაბ ბარ­ბა­ქა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ას ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის მოს­მა­ხუ­რე­ბა უსას­ყიდ­ლოდ არ გა­უ­წე­ვია და ამა­ში კო­ა­ლი­ცი­ის­გან „საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი“ ანაზ­ღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო. თუმ­ცა, მი­სი თქმით, სა­სა­მარ­თლომ კომ­პა­ნი­ის არ­გუ­მენ­ტე­ბი არ გა­ი­ზი­ა­რა. ად­ვო­კა­ტი ასე­ვე არა­ა­დეკ­ვა­ტურს უწო­დებს ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბას, ვი­ნა­ი­დან, მი­სი გან­ცხა­დებთ, სა­სა­მარ­თლომ კომ­პა­ნი­ას არა მოს­მსა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, არა­მედ გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ათ­მა­გი ოდე­ნო­ბა და­ა­კის­რა.

ად­ვო­კა­ტი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს.

დღეს­ვე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ კომ­პა­ნი­ე­ბი მე­ნეჯ­მენტ სერ­ვი­სი და ბურ­ჯი ერ­თობ­ლი­ვად კი­დევ 2 მი­ლი­ონ 373 ათას 475 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა – ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, რაც ასე­ვე უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლო­ბად მი­იჩ­ნია.

რო­გორც შპს ბურ­ჯის ად­ვო­კატ­მა ალა კახ­ნი­ა­ურ­მა გა­ნაც­ხა­და, ბურ­ჯი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ოფი­სებ­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს შპს მე­ნეჯ­მენტ სერ­ვი­სის დაკ­ვე­თით აწარ­მო­ებ­და, იღებ­და მის­გან ანაზ­ღა­უ­რე­ბას და უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან.

მხა­რე­ებს, სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა 48 სა­ა­თის ვა­და­ში აქვთ, ჯა­რი­მა კი 7 დღის ვა­და­ში უნ­და გა­და­ი­ხა­დონ.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...