planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 ##image#9848#1#დღეს, მონაკოში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვა იგეგმება.რეზოლუციის ავტორი პოლონეთის წარმომადგენელი მიხაელ შებრაა. რადიო Эхо Кавказа-სთან საუბრისას შერბამ განაცხადა, რომ იგი რეზოლუციის ფორმულირებებზე მსჯელობისას „ემოციურ დებატებს“ მოელის.რუსეთის დელეგაცია შეეცდება რეზოლუციის პროექტი ჩააგდოს, ვინაიდან დოკუმენტის ტექსტში გამოყენებულია ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ და ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა.მიუხედავად ამისა, მიხაელ შებრაა დარწმუნებულია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა გახდეს მეორე საერთაშორისო გაერთიანება, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ, რომელიც სცნობს რუსულ ოკუპაციას.რუსეთის დელეგაციისათვის დღევანდელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია სხვა მიზეზითაც პრობლემური იქნება. დღის წესრიგში მაგნიტსკის საქმეზე რეზოლუციის პროექტის განხილვაც იგეგმება. პროექტში წერია, რომ ეუთო მხარს უჭერს დასავლეთის ქვეყნებში რუსი ჩინოვნიკებისათვის საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილებას და მიესალმება რიგი ქვეყნების საკანონმდებლო ინიციატივებს ამ კუთხით.შეგახსენებთ, რომ ეუთოს სხვა ფორმატისაგან განსხვავებით, საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაცია ვეტოს უფლებით არ სარგებლობს. ასამბლეა რეზოლუციებს ხმათა უმრავლესობით იღებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts