planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 არ ვიცი,რატომ ავიჩემე ნიჟარებით სავსე სანაპიროზე მარტო სეირნობა,მაგრამ აბა რას გაუგებ...იქნებ იმიტომ,რომ ყოველ დღე ნიჟარებს ვაგროვებ და ათას საინტერესო აქსესუარებს ვამზადებ...ან უბრალოდ მომწონს მარტო ხეტიალი..ბევრ რამეზე ვფიქრობ და შემიძლია მოულოდნელი გადაწყვეტილებაც მივიღო.იქნებ შენს სახლთანაც კი აღმოვჩნდე.ან შეიძლება არაფერიც არ მოვიმოქმედო და მთელი საღამო მარტო ვიჯდე ზღვის პირას ან შეიძლება რომელიმე ტალღას ავედევნო და თავი მოვიკლა.ზოგჯერ თვითმკვლელობაზე ფიქრი,აფორიაქებული სულიერი მდგომარეობის დაკმაყოფილებაა და სხვა არაფერი.სიგიჟე სრულებითაც არ არის ეს ყველაფერი.ეს ის არის,რასაც ბევრი გრძნობთ,მაგრამ ამის შესახებ თითქმის არაფერს წერთ.ხომ გაცილებით ადვილია კარგ სიტუაციებზე წერა...სასიამოვნო და მარტივი განწყობების სხვებისთვის გაზიარება.ადამიანის ნუგეშისცემას,ხომ დიდი დრო მიაქვს და რატომღაც ყველანი გავრბივართ,როცა სხვას უჭირს, თუნდაც ის სხვა საკუთარი თავი იყოს..სად?ყველგან შეიძლება დაიმალო,ყველას დაემალო...გახდე ის,ვინც არ ხარ და აკეთო ის რაზეც არ გიოცნებია არასდროს!დახუჭო თვალები,როცა გულს გტკენენ,არ გასცე პასუხი და დუმილი აირჩიო,როცა საჭიროა ბევრი საუბარი...ამიტომ გვირჩენია მარტო ვიყოთ..გვრცხვენოდეს,რომ გვტკივა,რომ ძალიან გვიყვარს...დავმალოთ ჩვენი განცდები,გრძნობები და დავემგვანოთ ნიჟარებით სავსე სანაპიროს.უწესრიგოდ მიყრილ ფერად კენჭებს. ერთმანეთისგან გამიჯნულ ნიჟარებს და თუ მაინც ვინმე ეცდება ჩვენს მოსმენას,ჯერ გავიკვირვებთ,გვეხამუშება სხვისი თანადგომა და მერე,როდესაც ვიგრძნობთ,რომ ვიღაცას იქნებ მართლაც აინტრესებს ჩვენი ისტორია,ზღვასავით ავბობოქრდებით,რას აღარ გავაკეთებთ, რას აღარ მოვყვებით და თვითმკვლელობა კი არა რას ამბობთ,ხელმეორედ დავიბადებით... პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/380597_459540897402848_1539307659_n.jpg კატეგორიები: ხელოვნება / ლიტერატურა View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.