planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/news_7403-300x266.jpgგამოცდების ეროვნნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის, განცხადებით ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებს.მიმინოშვილმა მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი და მისი მეგობრების ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ”საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” ბიძინა ივანიშვილთან და მის ფინანსებთან არაფერი აქვს საერთო. მიმინოშვილმა ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა.“ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩვენი ორგანიზაციის დამფინანსებელი, არ ვგეგმავ მის პოლიტიკურ მოძრაობაში გაწევრიანებას და არც არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. ვაპირებ ისევ განათლების საკითხებზე ვიმუშაო. უკვე წარვადგინეთ შესაბამისი პროექტები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში, მომდევნო კვირას კიდევ ორ პროექტს წარვადგენთ. ამ თემებზე ვითანამშრომლებ, ვისაუბრებ თუ ვიკამათებ ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლების სფეროს განვითარება და ვისაც ამის სურვილი ექნება. მე და ჩემი კოლეგები ძალიან მადლიერები ვართ ფონდისა „ღია საზოგადოება საქართველო“, რომელმაც საოფისე ფართი დაგვითმო – უახლოეს დღეებში შესაძლებლობა გვექნება განათლების სისტემის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი მოსაზრებები გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელს, ექსპერტს, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, განათლების საკითხებზე მომუშავე მედიას.”–განაცხადა მაია მიმინოშვილმა.შეგახსენებთ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შემდეგ, მიმინოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” შექმნა, რომელიც განათლების საკითხებზე იმუშავებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts