planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo-sasamartlo11.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს “მენეჯმენტ სერვისი” და შპს “ბურჯი” 2 373 475 ლარით დაჯარიმდნენ.როგორც სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ კომპანიების ადვოკატმა ალა კახნიაურმა აღნიშნა, პროცესზე კომპანიების მიერ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება და არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.მისივე თქმით, მოსამართლე მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჩივრით ხელმძღვანელობდა.ადვოკატის განმარტებით, კომპანიებმა დაკისრებული თანხა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.ასევე, მათ აქვთ უფლება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “ბურჯი” და “მენეჯმენტ სერვისის” “ქართული ოცნების” სასარგებლოდ უკანონო პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელებაში დაადანაშაულა. უწყებამ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა და სასამართლოს გადასცა.როგორც შპს “ბურჯის” ადვოკატმა ალა კახნიაურმა პროცესის დაწყების წინ განაცხადა, შპს “ბურჯი” “ქართული ოცნების” ოფისებში სარემონტო სამუშაოებს კერძო კომპანიის შპს “მენეჯმენტ სერვისის” დაკვეთით აწარმოებდა და მას არანაირი უშუალო შეხება არ ჰქონია პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. გარდა ამისა, იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, რომლის დამადასტურებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტი არსებობს.დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ კიდევ ერთ პროცესზე შპს “ბურჯი” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიებისთვის გაწეული სატრანსპორტო მომსახურეობისთვის დაჯარიმდა 8 644 000 ლარით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts