planetanews Posted July 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo-sasamartlo11.jpgთბილისის საქალაქო სასამართლო შპს ,,ბურჯი’’–ს დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 ივლისის დადგენილებით შპს ,,ბურჯი’’ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა1” ქვეპუნქტით, 342-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 8 644 ლარის ოდენობით.როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, საქმის მასალების მიხედვით, შპს ,,ბურჯის’’ მიერ, 2012 წლის 1 ივნისიდან 28 ივნისის მდგომარეობით, კოალიცია ,,ქართული ოცნებაში’’ შემავალი პოლიტიკური პარტიებისათვის მომსახურეობის გაწევის მიზნით, შეძენილ იქნა 54 ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც უსასყიდლო სატრანსპორტო მომსახურეობას უწევდა კოალიცია ,,ქართული ოცნებაში’’ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს. ვინაიდან, შპს ,,ბურჯის’’ მიერ სამართალდარღევა ჩადენილ იქნა განმეორებით, მის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შპს ,,ბურჯი’’ დაჯარიმდა შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, რაც შეადგენს 8 644 630 (რვა მილიონ ექვსას ორმოცდაოთხი ათას ექვსას ოცდაათი ლარი) ლარს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts