Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/Tugushi-300x198.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. როგორც სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, 6 ივლისს, დაახლოებით 23:35 საათზე, სოციალურ ქსელსა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ არეულობასა და დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე.

“7 ივლისს, 00:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელები იმყოფებოდნენ გლდანის#8 დაწესებულებაში. ვიზიტის დროს მათ შემოიარეს დაწესებულების ყველა კორპუსი. დაწესებულება ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში და მასობრივი არეულობისა ან რაიმე ინციდენტის ნიშნები არ აღინიშნება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირებს, მომავალში თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ყოველივე ამან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თავისუფლებააღკვეთილ პირებს და ასევე მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...