Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/07_12/61280.jpg

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას დღეს კენჭს უყრიან. დოკუმენტი სახელწოდებით `საქართველოში არსებული ვითარება` პოლონელმა დეპუტატმა მოამზადა.

მასში საუბარია ასევე ოკუპირებულ რეგიონებზე და სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით გამოყენებულია ტერმინი - ოკუპაცია.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტრიული მთლიანობისადმი და აღიარებს მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ეუთო მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს დადებული ხელშეკრულება.

`საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებული რეზოლუცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სესიაზე მონაკოში. მისი შექმნის მიზანი იყო ყურადღება გაგვემახვილებინა და დადებითად შეგვეფასებინა საქართველოში არსებული მდგომარეობა, ასევე შევხებოდით წინა საარჩევნო გარემოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვთვლით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული. ჩვენ გვსურდა ეს საკითხი მოახლოებულ არჩევნებამდე დაგვესვა,`- განაცხადა პოლონელმა დეპუტატმა მიხეილ შაჩერბამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მონაკოში იმართება.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...