planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61277.jpg შპს. `კრისტალის` დირექტორს ლევან დაუთაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ქლორის გაჟონვის ფაქტს თბილისში, ლილოს დასახლებაში, რომლის შედეგადაც 70 ადამიანზე მეტმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღო. პროცესზე დაცვის მხარემ სცადა დაემტკიცებინა, რომ ქლორის დაზიანებული კონტეინერი შპს `კრისტალის` საკუთრება არ იყო და შესაბამისად, დაუთაშვილისთვის არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარემ დაუთაშვილის გირაოთი გათავისუფლებაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.ინციდენტი ლილოს დასახლებაში 3 ივლისს ღამით მოხდა. დაზიანებული კონტეინერიდან ქლორის გაჟონვის შედეგად, 80-მდე ადამიანი დაშავდა. დაუთაშვილს დაუდევრობაში ედება ბრალი.სასამართლო სხდომა დაუთაშვილის საქმესთან დაკავშირებით 27 აგვისტოს დაინიშნა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts