planetanews Posted July 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61271.jpg ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ექიმი დავით გიორხელიძე მოინახულა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ექიმზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტით დაინტერესდა და განცხადა, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. მინისტრი ქუთაისის სასაწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურშიც მივიდა. სამედიცინო პერსონალთან საუბრისას ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო მომხდარი ძალადობის ფაქტი და სასწრაფო დახმარების პერსონალს პროფესიული მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულებაში მხარდაჭერა აღუთქვა. ქუთაისში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს 29 ივნისს ერთ-ერთი გამოძახების დროს სცემეს. ექიმმა დავით გიორხელიძემ მიღებული დაზიანებების გამო თვალი დაკარგა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts